Background Image

რამდენად უსაფრთხოა ქალებისთვის მაროკოში მოგზაურობა – რჩევები ბლოგერისგან

12:13 19 აპრილი, 2018

„თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ მე შეყვარებული ვარ მაროკოზე. ულამაზესი სოფლებითა და მთებით, ჩრდილოეთ აფრიკის ეს შესანიშნავი ქვეყანა, აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სამოგზაურო სიაში“,- ამ სიტყვებით იწყებს „Theblondeabroad-ის“ ბლოგერი შთაბეჭდილებების გაზიარებას მაროკოში მოგზაურობის შესახებ.

“ადამიანები ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა მაროკოში მოგზაურობა ქალებისთვის უსაფრთხო, მე კი მათ მინდა ვუპასუხო – დიახ! მთელი ქვეყნის გარშემო ვიმოგზაურე, თუმცა თავი საფრთხეში არ მიგრძვნია”,- აღნიშნავს ბლოგერი.

 

“ამბობენ, რომ მაროკოს კულტურას უნდა მოერგო, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსგავსი გამოცდილება აქამდე არ გქონიათ. მე მოგიყვებით, თუ როგორია მაროკოში მოგზაურობა ქალის თვალთახედვიდან”.

 

“როგორც კი ქუჩაში გაივლით, უამრავი მამაკაცის ყურადღებას მიიპყრობთ. ისინი მაღაზიების მფლობელები არიან და ფასდაკლებებს გთავაზობენ. ადგილობრივებიც ცდილობენ თქვენგან ყურადღება დაიმსახურონ.

სამწუხაროდ, მაროკოელი ქალებისთვის სექსუალური შევიწროების თემა უცხო არაა. ამას ყველაზე კარგად მაშინ მივხვდი, როდესაც ხალხმრავალ ადგილას თავსაბურავით გავედი და სხვა ტურისტ მამაკაცებს მივუხალოვდი. ეს შეიძლება გიჟურად ჟღერს, მაგრამ როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა ჯესიკამ მამაკაც ტურისტებთან ერთად გზა გავაგრძელეთ, კატის კნავილისებრი შეძახილები მაშინათვე შეწყდა.

საუკეთესო რამ, რაც შემიძლია გირჩიოთ არის ის, რომ ყურადღება არაფერს მიაქციოთ. ნუ იგრძნობთ თავს ვალდებულად, რომ ყველას უპასუხოთ. თუკი რამეს გეტყვიან, ერთი ყურიდან შეუშვით და მეორედან გამოუშვით.

მაროკო განსხვავებული ქვეყანაა, განსხვავებული კანონებით. სამწუხაროდ, აქ კანონი ყოველთვის ჩვენს მხარეს არაა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავი საფრთხეში არ მიგრძვნია. თქვენ მიხვდებით, თუ როგორი მარტივია ყურადღება არ მიაქციოთ მათ”,- წერს ბლოგერი.

 

 

უნდა ჩაიცვათ შესაბამისად. იმ ტანსაცმლის პოვნა, რაც მაროკოში ჩასაცმელად გამოგადგებათ, არც თუ ისე მარტივია. რაც უფრო ნაკლები გეცმევათ, მით მეტ ყურადღებას მიიპყრობთ. ფაქტი კი ისაა, რომ მაროკოში ძალიან ცხელა. უმჯობესია, თუ გრძელ ქვედაბოლოს ჩაიცვამთ და სხეულს მთლიანად დაფარავთ.

 

“მაროკოში უამრავი შესანიშნავი ადგილია. ეს ის ქვეყანაა, სადაც მეგობრებთან ერთად უნდა წახვიდეთ.  არ გეუბნებით, რომ დროის კარგად გასატარებლად მამაკაცის გვერდით ყოლა აუცილებელია, თუმცა თუ გსურთ, რომ ნაკლები ყურადღება მიიქციოთ, მარტო არ უნდა იყოთ. თქვენ მაროკოში საყვარელ მეგობრებთან, თქვენ გოგოებთან ერთად შესანიშნავ დროს გაატარებთ. მეც ჩემს მეგობართან, ჯესიკასთან ერთად წავედი. ზოგჯერ ცოტათი შემაწუხებელი იყო ის ფაქტი, რომ ერთმანეთს არ უნდა მოვცილებოდით, მაგრამ როდესაც რამდენჯერმე ცალ-ცალკე ვცადეთ ქალაქში გასვლა, მივხვდით, რომ ეს ნაკლებად უსაფრთხო იყო”, – აღნიშნავს ბლოგერი.

 

სანამ ჩინეთს, ბრაზილიას ან მაროკოს ეწვევით, უმჯობესი იქნება, თუ მათს კულტურას გაეცნობით. მაროკო ისლამური ქვეყანაა, ამიტომ ჩაცმულობას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. მაროკოელი ქალების უმეტესობა არ ეწევა და არ სვამს, რადგან მაროკოს ბევრ ქალაქში ითვლება, რომ ამას პროსტიტუციაში ჩართული ქალები აკეთებენ.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “theblondeabroad-ის” მიხედვით.

 

 

 

 

კომენტარები