Background Image

„მაკდონალდს საქართველო“ კიდევ ერთ ინოვაციას table service-ს ნერგავს

11:32 23 აპრილი, 2018

2018 წლის აპრილიდან „მაკდონალდსის“ სტუმრებს შეკვეთის ლოდინი აღარ დასჭირდებათ ზონაში, მომხმარებლები სასურველ პროდუქტს მაგიდასთან მიიღებენ. პირველ ეტაპზე ინოვაცია სამ რესტორანში – გლდანში, დიღომში და ქუთაისში (დ. აღმაშენებლის მ.) დაინერგა, შემდეგ კი ეტაპობრივად იგი სხვა რესტორნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ინოვაციური სერვისის პროცედურა მარტივია:

• სტუმარი კიოსკზე უკვეთავს სასურველ მენიუს
• ირჩევს სპეციალურ დანომრილ პირამიდას
• კიოსკზე შესაბამის ველში უთითებს პირამიდის ინდივიდუალურ ნომერს
• ანგარიშსწორებას ახორციელებს ბარათით და მისთვის სასურველ მაგიდაზე ათავსებს პირამიდას
• მაკდონალდსის თანამშრომელი კი ნომრის შესაბამისად შეკვეთა ადგილზე მიაქვს.

ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება “მაკდონალდსის” სტრატეგიული პრიორიტეტია, ახალი სერვისი მომსახურების

გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.
“მაკდონალდს საქართველომ” პირველი ინოვაცია სერვისში მომხმარებელს 2015 წელს შესთავაზა, როდესაც მომსახურების ახალი მოდელი დანერგა რესტორნებში. 2016 წელს მაკდონალდსში კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი – შესაკვეთი კიოსკი დაინერგა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული. კიოსკი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. კომპანიაში განხორციელებული სიახლეები მაქსიმალურად ფოკუსირებული და მორგებულია მომხმარებლის კომფორტზე. ამავე მიზანს ემსახურება წლევანდელი ინოვაცია – ადგილზე მომსახურების სერვისიც.

“მაკდონალდს საქართველო” ადგილობრივად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია საუკეთესო სერვისის მქონე კომპანიად სახელდება. ქართული მაკდონალდსი 2017 წელს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით ევროპის ოფისის მიერ საუკეთესოდ დასახელდა.

ამ დრომდე საქართველოში მაკდონალდსის 13 რესტორანი ფუნქციონირებს, სადაც 900-მდე თანამშრომელია დასაქმებული, მათი საშუალო ასაკი კი 20-22 წელია. კომპანია განაგრძობს განვითარებას და კიდევ ერთი რესტორნის გახსნას უახლოეს მომავალში ბათუმში, ერას მოედანზე გეგმავს.

კომენტარები