Background Image

„მეღვინეობა ხარება“-ს იტალიის მაღაზიის მისამართია: via Strada del Carmine 40. Bari, Italia

11:44 24 აპრილი, 2018

19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა.

ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინოები.

„მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია ბარის წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან 100 მეტრში, ტურისტულ ცენტრში მდებარეობს, სადაც წარმოდგენილია კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი.

„მეღვინეობა ხარებას“ იტალიის მაღაზიის მისამართი: via Strada del Carmine 40, Bari, Italia

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

 

კომენტარები