Background Image

რატომ გადააქვთ ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს?

19:12 24 აპრილი, 2018

„ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ“- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს გამგეობის წევრმა, ექსპერტმა პაატა ცაგარეიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება ჩვენი ღვინით და რუსეთის მიმართულებით გააქვს.

თუმცა, საინტერესოა, რომ რატომღაც ქართულ მანქანას არ აქვს უფლება სომხეთში შევიდეს და იქ, ადგილობრივი პროდუქციით დაიტვირთოს.

ამას იმით ხსნიან, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირშია გაერთიანებული, შესაბამისად, სომხეთიდან რუსეთში გადაზიდვა შიგა გადაზიდვად ითვლება და სხვა ქვეყნის გადამზიდავს ჩართვის უფლება არ აქვს,“ – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

bpn.ge

 

 

 

კომენტარები