Background Image

სად შეიძლება დავიტვირთოდ სპორტულად ან ვირბინოთ თბილისში?

13:37 24 აპრილი, 2018

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილება, რომელსაც  ზაფხულის დადგომასთან ერთად ვიღებთ, დილით ან საღამოს სირბილია. ჯანმრთელობა, ჯასაღი სხეული და ენერგია, სუფთა ჰაერზე სირბილი ამ ყველაფრის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ძნელია გამონაბოლქვსა და მტვერს  გაექცე, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ადგილი მათთვის, ვისაც სურს, რომ ამ სპორტით დაკავდეს. თუმცა სანამ ამ ადგილების ჩამონათვალს წარმოგიდნგენთ, აქვე მოგცემთ რამდენიმე რჩევას, სწორად სირბილზე.

მაგალითად დილის სირბილისთვის იდეალრი დრო 6:30-იდან 7:30-მდეა რადგან ამ დროს კუნთის აქტივობის პირველ პიკშია და ორგანიზმი ზედმეტი გადატვირტვის გარეშე ხარჯავს კალორიებს. 11:00-იდან 12:00-ამდე კუნთი აქტივობის მეორე პიკშია და ეს პერიოდიც ერთ-ერთ საუკეთესო დროდ ითვლება სირბილისთვის.

საღამოს სირბილის მოყვარულებს სირბილს 16:00-იდან 18:00-ამდე ვურჩევთ, რადგან ამ დროს იწყება კუნთების აქტივობის მესამე პიკი და ორგანიზმი ხარჯავს იმ კალორიებს, რომლებიც დაგროვილია ცხიმოვან ქსოვილში, რაც ხელს უწყობს დასუსტებას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ორგანიზმი ენერგიას სირბილის პირველ 40 წუთში ხარჯავს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ საჭიროა ირბინოთ არანაკლებ ერთი საათისა და მინიმუმ 3-ჯერ კვირაში. ისუნთქეთ ცხვირით და ნახევრად ღია პირით, არ დაგავიწყდეთ მიიღოთ ბევრი სითხე სირბილის დროს. რაც შეეხება ლოკაციებს, თბილისის სხვადასხვა უბნებში არის შესაძლებელი შედარებით სუფთა ჰაერიც ისუნთქოთ და სრულიად უფასოდ გაიკაჟოთ სხეული.

კუს ტბა

ერთ-ერთი პოპულალური ადგილია სირბილის მოყვარულთათვის. აუზის ფართობი 0.4 კმ², ტბის სიგანე კი 50 მეტრი. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია და ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ზაფხულის დადგომასთან ერთად ტბაზე საბანაო სეზონიც იწყება. პლაჟთან და ღია საზაფხულო კაფე-ბარებთან ერთად კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელშიც შედის მინი-ფეხბურთის სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი, სანაოსნო და ა.შ.

ვაკის პარკი

მათთვის კი, ვისაც მაღლობს დაბლობი ურჩევნია, კუს ტბას სირბილისთვის კიდევ ერთი იდეალური ადგილი, ვაკის პარკი უერთდება.  მისი ტერიოტორია 200 ჰექტარს მოიცავს და იქვეა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, სადაც ასევე შესაძლებელია სირბილი.

იპოდრომი

-როგოც ჩანს ვაკე-საბურთალო ყველაზე მდიდარია სირბილისთვის შესაფერისი ადგილებით, რადგან სწორედ აქ არის იპოდრომიც. მისი ტერიტორია 31 ჰექტარს მოიცავს და ნამდვილად იდეალური ვარიანტია სირბილისათვის.

ლისის ტბა

ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის დონიდან 624 მეტრზე მდებარე ლისი ტბა ასევე გაძლევთ სირბილის შესაძლებლობას. აუზის ფართობი 16კმ²-ია და ის ერთ-ერთი პოპულალური გამაჯანსაღებელი ზონაა, რადგან თბილისის სხვა უბნებისგან განხსვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. 2016 წელს კი, თბილისი მერიის ხელშეწყობით, ტბის ტერიტორიაზე გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. კეთილმოწყობილი წრიული ბილიკის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს.

თბილისი ზღვა

თბილისი ჩრდილო-აღმოსავლეთით კი სირბილის მოყვარულებს, შეგიძლიათ თბილის ზღვას ეწვიოთ, ზღვის დონიდან 630-650 მეტრზე. მისი ფართობი 11.6 კმ²-ია და აქ ჯერ კიდევ 1975 წელს დაარსდა თბილისის ეროვნული პარკი, რომელსაც დედაქალაქის ფილტვებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, თბილის ზღვაზე სარბენად მისულებს  სუფთა ჰაერი აუცილებლად დაგხვდებათ.

მთაწმინდის პარკი

სირბილის მოყვარულებს, ზღვის დონიდან 770 მეტრის სიმაღლეზე მტაწმინდის პარკიც ელოდებათ, სუფთა ჰაერით, უნიკალური ლანდშაფტითა და ულამაზესი ხედებით. ის გაშლილია 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე და იქ ასვლა შესაძლებელია, როგორც სამანქანე გზით, ასევე ფუნიკულიორით.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

კომენტარები