Background Image

ადგილები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ზაფხულია

15:18 27 აპრილი, 2018

გვინდა ეს თუ არა, ზამთარი ყოველ წელს მოდის. წელიწადის ეს დრო ადამიანებისთვის სიცივესთან და თოვლთან ასოცირდება, მათ კი მოგზაურობა ზაფხულში ურჩევნიათ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თქვენ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ძალიან მარტივად იპოვნოთ ისეთი ადგილები, სადაც  მზე და ზაფხულია. “theblondeabroad-ი” რამდენიმე ასეთ ადგილს წარმოგვიდგენს.

 

British Virgin Islands – იანვარი

არა აქვს მნიშვნელობა, თქვენი გეგმა კუნძულების გარშემო მოგზაურობას უკავშირდება თუ უბრალოდ ჩაყვინთვას. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები საუკეთესო ვარიანტია იანვარში მოგზაურობისთვის. დააღწიეთ თავი ზამთარს მზიანი ცის ქვეშ და მიირთვით კოქტეილები.

 

Thailand – თებერვალი

ტაილანდს ყველაფერი აქვს – მდიდარი კულტურაც და შესანიშნავი სანაპიროებიც. თქვენ შეგიძლიათ ისეირნოთ სკუტერით, დარჩეთ ადგილობრივებთან ან მოინახულოთ სპილო. თუკი თავგადასავლებს ეძებთ, ტაილანდის სანაპიროები ამისთვის საუკეთესო არჩევანია.

 

Dubai – მარტი

მარტი საუკეთესო დროა დუბაის მოსანახულებლად. თავისი კულტურით, მოდით, “შოპინგით” და თეთრი ქვიშის სანაპიროებით, დუბაი ყველანაირი ტიპის ადამიანს მოხიბლავს. აქ მარტში მხოლოდ ამინდი არ არის იდეალური, არამედ ეს თვე სავსეა აქტივობებითაც.

 

Peru – აპრილი

აპრილი გარდამავალი თვეა პერუში ვიზიტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იწვიმოს კიდეც, ტემპერატურა მაინც იდეალურია. არ გამოგრჩეთ მაჩუ-პიქჩუსა და ლიმას სანაპიროს მონახულება.

 

Bali – მაისი

ამბობენ, რომ მაისი საუკეთესო დროა ბალიზე წასასვლელად. ბალი თავისი შესანიშნავი სანაპიროებითა და მდიდრული სასტუმროებითაა ცნობილი, თუმცა ეს “ფუფუნების სტანდარტი” რეალურად ხელმისაწვდომია.

 

Côte d’Azur – ივნისი

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოტ დივუარის სანაპირო ივნისის თვეში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამოგზაურო ადგილია. ისეთი აქტივობები, როგორიცაა თევზაობა, გოლფი, ველოსიპედით სეირნობა, ზღვის სანაპიროზე დასვენება თუ ღამის ცხოვრება თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

 

Hawaii – ივლისი

ამინდი ჰავაის კუნძულებზე, მთელი წლის განმავლობაში, თანმიმდევრულია. ზაფხულში ჰავაის კუნძულებზე დასვენება, სხვებთან შედარებით, უფრო იაფია. მზიანი დღეებთან და იდეალურ ტემპერატურასთან ერთად, თითოეულ კუნძულს განსაკუთრებული შემოთავაზებები აქვს.

 

Canary Islands – აგვისტო

კანარის კუნძულები, რომელიც აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ცნობილია, როგორც “მარადიული გაზაფხულის კუნძულები” – ამას თავისი მიზეზიც აქვს. აქ მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო ამინდია.

 

Croatia – სექტემბერი

სექტემბერში, ხორვატიაში, ტურისტული სეზონის პიკია. თუ თქვენ “მზით სავსე” წვეულებებს ეძებთ, მთელი კვირის გატარება იახტაზე შეგიძლიათ.

 

California – ოქტომბერი

თუ თქვენ გსურთ ყვავილების გვირგვინი თავზე, მზიანი დღეები და კარგი განწყობა, ოქტომბერი იდეალური თვეა იმისთვის, რომ კალიფორნიას ეწვიოთ. ამ პერიოდის ამინდს აქ “ინდოეთის ზაფხულს” უწოდებენ. თუ ვიზიტის პერიოდს 31 ოქტომბერს დაამთხვევთ, ყველაზე მასშტაბურ ამერიკულ “ჰელოუინის” წვეულებასაც დაესწრებით.

 

Jordan – ნოემბერი

იორდანიას ნოემბრის აქტივობების საკმაოდ გრძელი სია აქვს. ეს თვე კომფორტული ტემპერატურითა და იდეალური ამინდით გამოირჩევა. თუკი მაღალი მწვერვალების დაპყრობას გეგმავთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამინდის ცვალებადობას.

 

Australia – დეკემბერი

მზის მოყვარულებისთვის, დეკემბერიც კი კარგი დროა ავსტრალიაში მოგზაურობისთვის. აუცილებლად ესტუმრეთ სიდნეის სანაპიროს. არსებობს უამრავი რამ, რაც დეკემბრის თვეში შეგიძლიათ გააკეთოთ ან ნახოთ ავსტრალიაში. ახალი წლის ღამე კი, აქ ვიზიტისთვის განსაკუთრებული დროა.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “theblondeabroad-ის” მიხედვით. 

 

 

კომენტარები