Background Image

,,იმპორტულ ქათმის ხორცს ქართული ჩაანაცვლებს”

15:23 27 აპრილი, 2018

კომპანია ,,ჩირინა“ ქათმის ხორცის წარმოების მიმართულებით, უახლოეს ორ წელში, 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც წარმოებას მესამედით გაზრდის და იმპორტს ნაწილობრივ ქართული ნაწარმით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, რეზო ვაშაკიძემ განუცხადა.

,, 2019 წელს ავაშენებთ ქათმის ფერმებს, რომელსაც 2020 წლის მაისში გავუშვებთ. ამით ქათმის ხორცის წარმოებას წელიწადში 20 ათას ტონამდე გავზრდით, რაც ამჟამად 15 ათასი ტონაა. ეს იქნება ცალკე ტერიტორიაზე, სართიჭალაში, რომელიც უკვე შეძენილი გვაქვს. დამატებით ამ ფერმებში 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ამით ჩვენ დავასრულებთ ქათმის ხორცის წარმოების ზრდის პროექტს.

თუმცა, საქართველოში რესურსი, ქათმის წარმოების ზრდის, ძალიან დიდია. თუ დავთვლით რომ მოსახლეობა 3,7 მილიონია, სანიტარული ნორმებით, მოხმარება 120 ათასი ტონას უნდა შეადგენდეს წელიწადში. ჩვენი წარმოება ამ მოთხოვნის მეხუთედს დააკმაყოფილებს. ამჟამად წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ტონა ქათმის ხორცის იმპორტი ხდება, რასაც ნაწილობრივ ჩვენი წარმოება ჩაანაცვლებს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იმპორტული ქათმის ხორცის დიდი ნაწილი საკვებად უვარგისია.

ჩვენ გაყინულ ხორცს აღარ გავყიდით საქართველოში, ძირითადად ნედლს; ქათამი ექსპორტზეც გაგვაქვს, აზერბაიჯანში, სადაც ყოველთვე 400 ტონა ნედლი ხორცი იგზავნება“ – განაცხადა რეზო ვაშაკიძემ.

 

bm.ge

 

 

 

კომენტარები