Background Image

ბლოგერის რჩევები – 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვეწვიოთ ისლანდიას

13:07 28 აპრილი, 2018

“არ ვიცი, აქამდე ასე ძალიან თუ ვყოფილვარ აღფრთოვანებული ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ… მე ისლანდიაში მივდივარ! დიდი ხანია, ეს ადგილი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში ჩავწერე”,- ასე იწყებს “theblondeabroad-ის” ბლოგერი შთაბეჭდილებების გაზიარებას და გვისახელებს მიზეზებს, თუ რატომ უნდა ვეწვიოთ ისლანდიას.

 

 

Silfra Fissure – ჩაყვინთვა

შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი იმ 10 საუკეთესოს შორის შედის, სადაც ჩაყვინთვა დიდი სიამოვნება და წარმოუდგენელი შთაბეჭდილებაა. მყვინთავები ჩრდილოეთ ამერიკული და ევრაზიული კონტინენტის წყალქვეშა სივრცეებს შორის, 100 მეტრის ხილვადობით დაცურავენ.

 

The Golden Circle – საგზაო ტური

“ოქროს წრე” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საგზაო ტურია. იმგზავრეთ ისლანდიაში ამ წრის გარშემო და თქვენ შესანიშნავი ხედებით დატკბებით. ის წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

 

ისლანდიური ცხენები

ისინი შესანიშნავები და ძალიან ლამაზები არიან! შეიძლება ითქვას, რომ მათ გამორჩეული სილამაზე აქვთ და ძალიან მეგობრულებიც არიან.

 

ცისფერი ლაგუნა

ცისფერი ლაგუნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების აუზია. წლის განმავლობაში, წყლის ტემპერატურა 37-40°C-ია. მიუხედავად იმისა, რომ ცისფერი ჩანს, რეალურად, წყალი თეთრი შეფერილობისაა. ამბობენ, რომ ეს წყალი თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს.

 

რეიკიავიკის მეტროპოლიტენის პოლიცია

რეიკიავიკი (ისლანდიის დედაქალაქი), ალბათ, მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილია. ასევე, ის საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ პოლიციის ოფიცერი გახდე. რეიკიავიკის მეტროპოლიტენის პოლიციელების instagram გვერდები სავსეა კნუტებისა და ლეკვების ფოტოებით, სელფებით და ბამბის ნაყინებით. “არ ვხუმრობ, შეგიძლიათ თავადაც შეამოწმოთ”,- წერს ბლოგერი.

 

ჩრდილოეთის ნათება

ალბათ, ყველა ადამიანის ოცნებაა, ნახოს ჩრდილოეთის ნათება – ისლანდია კი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ის თქვენი თვალით იხილოთ. როდესაც ცა განსაკუთრებულად შავია (ძირითადად, ზამთარში), ისეთი კომპანიები, როგორიცაა Arctic Adventures, სტუმრებს იღებენ იმისთვის, რომ ისინი ამ წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობის მომსწრენი გახადონ.

 

ვულკანები

მოიწყვეთ ტური ვერტმფრენით და ისლანდიის ვულკანური ლანდშაფტი დაათვალიერეთ. აქ, დაახლოებით, 130 ვულკანური მთაა. ზოგი მათგანი მოქმედი და აქტიურია, ზოგი კი ჩამქრალი.

 

მყინვარი და ყინულის გამოქვაბულის ტური

აღმოაჩინეთ ისლანდიის ულამაზესი მყინვარი. Sólheimajökull-ის მყინვარები უძველეს დროს გაყინული წყლისგან წარმოიქმნა. აქ ნახავთ ყინულის სხვადასხვა ფორმას და გამოქვაბულებს.

* ბონუსი – ისლანდია ნამდვილად გამოირჩევა საჭმელებით. მათ ისეთი კერძები აქვთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “theblondeabroad-ის” მიხედვით.

კომენტარები