Background Image

ფაქტები რომლებიც თვითმფრინავით ფრენის შიშს გაგიქრობთ

19:30 30 აპრილი, 2018

თვითმფრინავით მგზავრობა უამრავი ადამიანისთვის დღესაც შიშთან ასოცირდება.  საჰაერო ტრანსპორტით მოსარგებლეთა 20 პროცენტს მაინც ეშინია ფრენის.  მათი შეშფოთება, ხშირად, სხვადასხვა ფობიით — მაგალითად, სიმაღლისა და ხალხით გადაჭედილი ადგილების შიშით არის განპირობებული. იმისათვის რომ ადამიანებს ფრენის შიშის დაძლევაში დახმარებოდა The Telegraph – მა მოამზადა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა თუ რატომ არ უნდა გვეშინოდეს ფრენის:  

  1. თვითმფრინავების ყველა  იმ ნაწილს, რომლებიც უსაფრთხო ფრენაზე აგებენ პასუხს, გააჩნია ე.წ. ,,დუბლიკატი” ანუ იდენტური ნაწილი რომელიც პირველის გაფუჭების შემთხვევაში, ავტომატურად ამოქმედდება.
  2. თვითმფრინავი არასდროს ვარდება ,,მოწყვეტით” ისე როგორც ფილმებში ან ჩვენს წარმოდგენებშია. არსებობს ინციდენტები, როდესაც თვითმფრინავს ყველა ძრავი ეთიშება. მაგრამ, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ თვითმფრინავი თავისუფალ ვარდნას დაიწყებს.  მას აქვს დრო, (დაახლოებით 20-30 წუთი), რათა განახორციელოს  საავარიო დაშვება. მაგალითად, 2001 წელს, Air Transit-ის თვითმფრინავს, რომელსაც 293 მგზავრი და 13 ეკიპაჟის წევრი გადაყავდა, ატლანტიკის ოკეანის თავზე ძრავები სრულიად გაეთიშა. მიუხედავად ამისა, ყველა, ვინც ბორტზე იმყოფებოდა, გადარჩა, რამდგან თვითმფრინავმა ძრავების გათიშვის შემდეგ კიდევ 120 კმ იფრინა და მიაღწია ასაფრენ ზოლს აზორის კუნძულებზე.
  3. თითოეული თვითმფრინავი რომელიც რეგულარულ რეისებს ასრულებს, წლის განმავლობაში, საშუალოდ 2-3-ჯერ ხვდება ჭექა-ქუხილსა და ძლიერ ძვიმაში, მაგრამ თითოეული მათგანი აღჭურვილია ე.წ. ,,მეხ-ამრიდი” სისტემებით, რომელიც ინჟინერიაში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაინერგა.
  4. ნებისმიერ თვითმფრინავს გააჩნია ანტი-სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელთა გამართულობაც, სხვა სისტემებთან ერთად ყოველი რეისის შესრულების წინ მოწმდება.
  5. იმისათვის რომ მფრინავების, ან ეკიპაჟის მხრიდან გამორიცხული იყოს ე.წ. ,,ადამიანური შეცდომა” გადაღლილობის ნიადაგზე, შორ დისტანციაზე მფრინავ სამგზავრო ლაინერებში, არსებობს ეკიპაჟისთვის მოსასვენებელი ოთახები, სადაც მათ შეუძლიათ გადაღლის ან შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში დაიძინონ ან უბრალოდ დაისვენონ.
  6. დღესდღეობით თითქმის აღარ არსებობს სამგზავრო თვითმფრინავები ერთი ძრავით, ყველას + ერთი ან რამდენიმე სათადარიგო ძრავი აქვს.
  7. თვითმფრინავის თითოეული ნაწილი, ექსპოლატაციაში შესვლამდე გადის კომპლექსურ ტესტირებებს, რასაც იმაზე 3-ჯერ მეტი დრო მიაქვს ვიდრე თავად მშენებლობის პროცესს.
  8. არ არსებობს ,,ახალბედა მფრინავი” თითოეულ მათგანს გავლილი აქვს მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული კურსები, ტესტირებები, გამოცდები რომელიც წლობით გრძელდება, მიუხედავად ამისა მათ მაინც არავინ ანდობს თვითმფრინავის საჭეს მანამ, სანამ გამოცდილ მფრინავებთან ერთად არ გაივლიან პრაქტიკებს რეალურ გარემოში.
  9. ყოველი გაფრენის წინ თითოეული საჰაერო ხომალდი მოწმდება როგორც თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ასევე მონიტორიგის ცოცხალი ჯგუფების მიერ, რომლებიც ამოწმებენ თვითმფრინავის ყველა დეტალს მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა შემოწმებას.

The Telegraph – ის ინფორმაციით  ყოველდღიურად 3 მილიონ ადამიანზე მეტი რეგულარულად დაფრინავს, ავია-კატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების წლიური რიცხვი კი, უკვე რამოდენიმე ათწლეულია 50-დან 300-მდე ადამიანს არ სცდება.

სწორედ ამიტომ, The Telegraph – ის მიერ მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში, აბაზანაში ან საცურაო აუზში დახრჩობის შანსი უფრო დიდია, ვიდრე იმისა რომ მოხვდეთ თვითმფრინავში რომელიც ჩამოვარდება.

 

 

 

 

კომენტარები