Background Image

აღმოაჩინე თავგადასავლები პანამას სხვადასხვა სანაპიროზე

15:06 1 მაისი, 2018

თუკი ზაფხულში მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ პანამას სხვადასხვა სანაპიროზე იმოგზაუროთ, დაუვიწყარი დროის გატარებას შეძლებთ. მანამდე კი, „theblondeabroad-ის“ ბლოგერი გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს პანამას შესახებ.

 

სან ბლასის კუნძულები

პანამას ყველაზე განსაცვიფრებელი ნაწილი სან ბლასის კუნძულებია. არქიპელაგი 365 კუნძულისგან შედგება. აქ თეთრი ქვიშა და პალმის ხეებია, ბუნებრივი გარემო კი ხელშეუხებელია და მას კანონი იცავს. „გარწმუნებთ, რომ ეს ადგილი დაუჯერებლად ლამაზია“,- წერს ბლოგერი.

 

Gamboa-ს ტროპიკული ტყეები

Gamboa-ს სატყეო კურორტი თითქოს გაცოცხლებული წიგნია, ჯუნგლების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მდინარესთან და დატკბეთ ტროპიკული ტყეების სილამაზით. ეს პატარა ქალაქია, რომელიც დღემდე დაუსახლებელია.

 

პანამას არხი

პანამას არხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ისტორიული ადგილია ქვეყანაში. მისი სიგრძე 77 კილომეტრია და ის ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს ერთმანეთთან. თუ ამ არხს სატვირთო გემით გაივლით, ნამდვილად გაგიმართლებთ, რადგან რამდენიმე კარიბჭის გავლა მოგიწევთ.

 

Casco Viejo, იგივე Casco Antiguo ან San Felipe

ეს პანამას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. ის ქალაქის ისტორიული უბანია, ამიტომაც შენობები განსაკუთრებულად ლამაზი და ფერადია. თქვენ აქ საუკეთესო ბარებს და რესტორნებსაც ნახავთ და ყველაფერთან ერთად, შეგიძლიათ საყიდლებზეც გახვიდეთ.

 

Nitro city – ექსტრემალური სპორტის კურორტი

ყველაზე „მოულოდნელი“ ადგილი, რაც შეგიძლიათ პანამას კუნძულებზე ნახოთ. ის ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის განკუთვნილი კურორტია. აქ სპორტის სხვადასხვა სახეობით შეგიძლიათ დაკავდეთ – წყლის სპორტით, რომელიც ექსტრემალურ განწყობას შეგიქმნით.

 

Bio Museo – მუზეუმის მოყვარულებისთვის

თუკი მუზეუმების მონახულება თქვენს ინტერესებში შედის, ეს მუზეუმი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. ის განსაცვიფრებელია არა მხოლოდ განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც მსოფლიოში ცნობილ არქიტექტორს, ფრანკ გერის ეკუთვნის, არამედ იმ ინფორმაციით, რომელსაც ინახავს. აქ პანამას ბიომრავალფეროვნების შესახებ უამრავ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „theblondeabroad-ის“ მიხედვით.

კომენტარები