Background Image

იან კუმი WhatsApp-ს აღარ უხელმძღვანელებს

11:55 1 მაისი, 2018

WhatsApp-ის თანადამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, იან კუმმა, სოციალურ ქსელში, თანამდებობის დატოვება დაადასტურა.

“თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ბრაიანმა WhatsApp-ი დავაარსეთ. ეს იყო საუკეთესო თავგადასავალი საუკეთესო ადამიანებთან ერთად, მაგრამ დროა წავიდე. მე ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობდი ასეთ შესანიშნავ, პატარა გუნდთან ერთად, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და მას  ახლა მთელი მსოფლიო იყენებს.

მე მივდივარ ისეთ დროს, როდესაც ადამიანები WhatsApp-ს იყენებენ იმაზე მეტად, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი. ახლა გუნდი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ისინი საოცრებების კეთებას გააგრძელებენ. ცოტა ხნით პაუზას ავიღებ და სხვა საქმეებითაც დავკავდები, მაგალითად, შევაგროვებ პორშეებს ან ფრისბის ვითამაშებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს თავგადასავალი შესაძლებელი გახადა”, – წერს იან კუმი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

კომენტარები