Background Image

ზვიგენების მიერ გადარჩენილი ენა, რომელზეც მხოლოდ 3 ქალი საუბრობს

12:48 2 მაისი, 2018

“ოცნება” არის ის, რასაც აბორიგენი ხალხი თავის 40 000-წლიან ისტორიასა და მითოლოგიას უწოდებს. “ოცნება” აღწერს იმას, თუ როგორ შექმნა ზვიგენმა კარპენტარიის ყურე და მდინარეები. ისტორიას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, აბორიგენები BBC-ის უყვებიან.

აბორიგენი Yanyuwa ხალხი თავს “მარილიანი წყლის ადამიანებს” უწოდებს. ზვიგენის ყურეში “მოგზაურობა” თავგადასავლებით და გამოწვევებით იყო სავსე. მას გარს უამრავი სხვა არსება ეხვეოდა, რომელთაც არ სურდათ, რომ ზვიგენს მათთან ეცხოვრა.  ლეგენდა გვიყვება, როგორც კი ზვიგენმა გაცურა, ის კარპენტარიის ყურეს დაეხმარა იმ მდინარეებისა და ყურის შექმნაში, რომელიც დღეს არსებობს. “ზვიგენი ჩვენი “ოცნების” ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”, – ამბობენ აბორიგენები.

რაც შეეხება Yanyuwa-ს, ის ძალიან ლამაზი და პოეტური ენაა. მის რითმებს ზღვასავით ჟღერადობა აქვს. ეს ენა ზუსტად აღწერს ამ ადგილის გრძნობებს და აბორიგენების კავშირს ბუნებასთან. კიდევ ერთი უჩვეულო ნიშანი, რაც Yanyuwa-ს აქვს, არის ის, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ენებიდან მსოფლიოში, რომელშიც ქალების და მამაკაცების სასაუბრო დიალექტი განსხვავებულია. ქალების დიალექტზე ახლა სუფთად  საუბარი მხოლოდ 3 ქალს შეუძლია.

ათწლეულების განმავლობაში, აბორიგენი ხალხი იძულებული იყო, ინგლისურად ესაუბრა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია შემორჩენილი, რომელსაც  Yanyuwa ახსოვს.

Yanyuwa-ს ენის დაცვა, კულტურისა და “ზღვის შემქმნელების” დაცვას უკავშირდება. “ინგლისური ვერასოდეს აღწერს ზღვას ისე, როგორც Yanyuwa-ს  შეუძლია ეს”,- ამბობენ აბორიგენები.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

 

კომენტარები