Background Image

თუ თქვენ მარტოხელა ხართ, მარკ ცუკერბერგი დაგეხმარებათ

11:18 2 მაისი, 2018

მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა, იმ 200 მილიონ ადამიანს დაეხმაროს, რომელსაც Facebook-ზე ურთიერთობების სტატუსში მონიშნული აქვს  გრაფა “მარტოხელა” (Single). ინფორმაციას “independent-ი” ავრცელებს.

ცუკერბერგის თქმით, ახალი პლატფორმა ამ ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმარება.  “ეს გრძელვადიანი, ნამდვილი ურთიერთობებისთვისაა განკუთვნილი და არა ერთი ღამის კავშირებისთვის”,- აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

ეს იქნება გაცნობის სამსახური, რომელიც Facebook-ის მარტოხელა მომხმარებლებს ურთიერთობებისთვის სხვადასხვა კანდიდატს შესთავაზებს,  ისეთებს, რომლებიც მათი “მეგობრების სიაში” არ არიან.

აღნიშნულ იდეაზე ფიქრი 2005 წლიდან დაიწყო. ცუკერბერგი იმედოვნებს, რომ ახალი ფუნქცია ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარება.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

კომენტარები