Background Image

საუკეთესო საკვები ობიექტები, რომლებსაც პარიზში მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ

15:07 2 მაისი, 2018

პარიზი გრძნობებით სავსე ქალაქია. აქ ყოველი დეტალი დახვეწილია. პარიზი სასიამოვნო დროის გასატარებლად საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ მონმარტზე, დაათვალიეროთ ეიფელის კოშკი ან ესტუმროთ ლუვრის მუზეუმს.  აქ უამრავი კაფე და ბარია. Theblondeabroad-ი“ წარმოგვიდგენს საუკეთესო საკვებ ობიექტებს პარიზში.

 

 

Le Mary Celeste

ეს არის ხმაურიანი ბარი ღია სივრცეში. როგორც კი აქ შეაბიჯებთ, მაშინათვე დიდ ენერგიას იგრძნობთ. აქაურობა ძალიან ფერადია, საჭმელი კი წარმოუდგენლად გემრიელი. შეუკვეთეთ მოხარშული კვერცხი სპეციალურად მომზადებული შიგთავსით, ხახვით, გარგარითა და სხვა საინტერესო ინგრედიენტებით და თქვენ უგემრიელესი საუზმე გარანტირებული გაქვთ.

 

Septime La Cave

ეს არის ბარი, რომელიც თავის „მონათესავე“ რესტორანთან, Clamato-სთან ახლოს მდებარეობს. აქ სუპერ „პატარა“ და მომხიბვლელი მენიუა: სამი სახეობის ყველი, ძროხის ხორცი მოცარელასთან ერთად, ზეთისხილი და კიდევ რამდენიმე სხვა შემოთავაზება. შეავსეთ ეს მენიუ ღვინით და მიხვდებით, რომ თქვენი გამოცდილება მთლიანად ფრანგული და სასიამოვნო გახდება.

 

Holybelly

ეს არის ძალიან სასიამოვნო, სახალისო  და ცოტათი ამერიკული სტილის ადგილი, რაც შესანიშნავია. მუსიკაც გემოვნებიანია – მაიკლ ჯექსონისა და პრინცის  რეპერტუარი. Wifi-ს პაროლია macauleyculkin. საუზმეზე თქვენი თეფში კვერცხით, შამპინიონებითა და ბეკონით შეავსეთ, დესერტად კი იოგურტი და ხილი მიირთვით.

 

Du Pains Et Des Ides

Boulangerie-ს საცხობი ყველგანაა, თითქმის ყველა კუთხეში. Du Pains Et Des Ides-ი კი Saint Martin-შია, არხიდან 5 წუთის სავალზე. შოკოლადის საკონდიტროს აუცილებლად უნდა ეწვიოთ და ტკბილეული დააგემოვნოთ – არ ინანებთ!

 

Le Servan

Le Servan-ი ფრანგული დახვეწილობის ნიმუშია. მდებარეობს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც სიცოცხლე დუღს. ეს ადგილი უნდა აირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ განტვირთვა გსურთ, რა თქმა უნდა, გემრიელ კერძებთან ერთად.

 

Frenchie Bar A Vins

ღვინის ბარები პარიზში იმაზე მაღალ დონეზეა, ვიდრე სხვა ქალაქებში. Frenchie Bar A Vins-იც ღვინის ბარია, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. აქ „სპონტანური“ გარემოა. აუცილებლად დააგემოვნეთ ბურატა მსხლითა და ლიმონით. მენიუში პასტაცაა – სცადეთ მისი გასინჯვა.

 

Fragments Paris

„შეიძლება ითქვას, რომ Fragmants Paris-ი არ იყო ყველაზე ავთენტური ადგილი, რომელიც ავირჩიე, მაგრამ მას დადებითი მხარეც აქვს“,- წერს ბლოგერი. ავოკადოს ტოსტები არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყავასაც შესანიშნავად ამზადებენ. ეწვიეთ აქაურობას დილის საათებში და გაეცანით  Le Marais-ის ულამაზეს ქუჩებს.

 

Miznon

Miznon-იც Le Marais-ში მდებარეობს. აქ თქვენ უგემრიელეს შემწვარ ქათამსა და ჰუმუსს დააგემოვნებთ. მიუხედავად იმისა, რომ აქაური პიტა სენდვიჩს უფრო ჰგავს, Miznon-საც აქვს დადებითი მხარეები, რომელთა შორისაც ყველაზე შესამჩნევი გრილზე შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო და მოხარშულ კომბოსტოში გახვეული ცხვრის ხორცია.

 

Breizh Café

შეუძლებელია პარიზში მოხვდე და კრეპების ცდუნებას გაუძლო. ისინი ყველგანაა. როდესაც ცდუნებას ვერ გაუძლებთ, Breizh Café-ს ესტუმრეთ. თქვენ თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ „Theblondeabroad-ის“ მიხედვით.

 

 

 

 

 

კომენტარები