Background Image

აპლიკაცია, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ალბათობას ითვლის

17:57 3 მაისი, 2018

iOS-ის ერთ-ერთმა დეველოპერმა ნიკ ჯონსმა შეიმუშავა აპლიკაცია სახელად:  Am I Going Down?, რომელიც ავიაკატასტროფის მოხდენის ალბათობას მოცემული ავიაკომპანიის, თვითმფრინავის მოდელის და აეროპორტის სტატისტიკის საფუძველზე ითვლის.

Am I Going Down? უკავშირდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  (ICAO) უდიდეს ბაზას და ავიაციაში მომხდარი ინციდენტების არქივს. მომხმარებელს შეჰყავს აფრენის და ჩაფრენის აეროპორტების მონაცემები,თვითმფრინავის მოდელი და ავიაკომპანიის დასახელება, აპლიკაცია კი ააანალიზებს ამ მარშრუტის ისტორიას და ითვლის ჩამოვარდნის ალბათობას. მაგალითად, ფრენა ლონდონიდან ნიუ-იორკამდე 747-400 British Airways-ზე ავიაკატასტროფის 9 მილიონიდან 1 შანსს გვპირდება.

ამ მომენტში Am I Going Down? მხოლოდ iOS-ზე მუშაობს. ის უკვე იყიდება App Store-ში  და მისი ფასია 0,99 USD. უახლოეს მომავალში აპლიკაციის გამოშვება იგეგმება ანდროიდისთვისაც. აპლიკაციის მონაცემთა ბაზაში 10 მილიონზე მეტი მარშრუტია შეყვანილი.

ნიკ ჯონსმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ ამ აპლიკაციის შექმნა მეუღლემ შთააგონა, რომელსაც ძალიან ეშინია ფრენის.

 

 

 

კომენტარები