Background Image

უსინათლოები Ford-ის საქარე მინიდან ხედების აღქმას შეძლებენ

11:31 3 მაისი, 2018

“CNN-ის” ინფორმაციით, Ford-მა უკვე წარადგინა პროტოტიპული ტექნოლოგია, რომელსაც “Feel the View” უწოდა. ის უსინათლოებს ხედების აღქმაში დაეხმარება.

მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: კამერა, რომელიც საქარე მინაზეა მოთავსებული, ფოტოსურათებს გარედან იღებს.  სპეციალური Led სანათების დახმარებით, ეს ფოტოსურათები მრავლდება და უსინათლოებს პეიზაჟის წარმოდგენის  და მისი აღქმის საშუალებას აძლევს.

კონცეფცია ხმოვანი სისტემის დანერგვასაც მოიცავს. ეს არის ხმოვანი ასისტენტი, რომელიც უსინათლოებს ხმოვანი შეტყობინებებით აღუწერს პეიზაჟებს, მაგალითად მაშინ, როცა მთები, გაშლილ მინდორი ან ტყე იქნება ახლოს.

 

 

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

კომენტარები