Background Image

ქალაქი, რომელსაც 225 სახელი აქვს

10:29 3 მაისი, 2018

ცნობილია, როგორც  Leeuwarden, Ljouwert ან Liwwadden –  ქალაქს, რომელიც ჰოლანდიაში მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში, ასობით სხვადასხვა სახელი ერქვა. ამის შესახებ BBC წერს.

ეს არის დედაქალაქი ფრისლანდიის პროვინციაში – საოცარი, უცნაური და მშვენიერი ადგილი. აქ მდებარეობს De Oldehove, მე-16 საუკუნის დაუსრულებელი კოშკი, რომელიც პიზის კოშკზე გადახრილია, ასევე კერამიკის ეროვნული მუზეუმი, რეკონსტრუირებული სახლი პიკასოს ნამუშევრებით და მე-20 საუკუნის გრაფიკოსის, MC Escher-ის ბავშვობის სახლი.

ამ ორენოვან პროვინციაში ორ, პრიზულ და ჰოლანდიურ ენაზე საუბრობენ. Leeuwarden-ში 128 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ Leeuwarden მისი ერთ-ერთი სახელია – 225 სხვა ვარიანტიდან.

 

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

კომენტარები