Background Image

1374 “მოცეკვავე” დრონი და ჩინური კომპანიის გინესის რეკორდი (ვიდეო)

12:43 3 მაისი, 2018

“Reuters-ის” ინფორმაციით, ჩინეთში 1374 დრონი გაუშვეს. ისინი სინქრონულად მოძრაობდნენ. ჩინურმა ფირმამ, რომელმაც ეს სანახაობა შექმნა, გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ულამაზესი სანახაობა 13 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ის ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში შედგა.  ამ დროის განმავლობაში, დრონებმა 16 სხვადასხვა ფორმა მიიღეს, მათ შორის, აქლემის, ბუდასა და მაღალსიჩქარიანი მატარებლის ფორმები.

წარმოდგენის ერთ-ერთ ნაწილში, პრეზიდენტ Xi Jinping-ის მხარდასაჭერად, მისი სლოგანი და ინიციატივა, “One Belt One Road” გამოჩნდა, რაც ასევე მანათობელი დრონებით იყო წარმოდგენილი.

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

 

 

 

 

კომენტარები