Background Image

Calvin Klein Georgia: მაღალი მოდის რითეილის ბაზრის განვითარება საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს

17:00 4 მაისი, 2018

საქართველოში მსოფლიო ბრენდ Calvin Klein-ის შემოსვლიდან ხუთი თვე გავიდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ გადის ბრენდი განვითარების ეტაპებს და რამდენად მიიღო ის ქართველმა მომხმარებელმა.

“დღეს ქართულ ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა ახლადშემოსული ბრენდი პოზიციონირებას მაინც ახერხებს. თუმცა საქართველოში მსგავსი კლასის ბრენდებზე მოთხოვნაც შედარებით დაბალია“ ,— აცხადებს  Calvin Klein Georgia-ს გენერალური მენეჯერი მარი დაშნიანი.

-Calvin Klein-ის პირველი მაღაზია ქვეყანაში 2017 წლის დეკემბერში ოფიციალურად გაიხსნა,მას შემდგომ ბრენდმა განვითარების რა სახის ეტაპები გაიარარამდენად დადებითად მიიღოის ქართველმა მომხმარებელმა?

-საქართველოში Calvin Klein-ის პირველი ოფიციალური მაღაზიის გახსნიდან 5 თვის შემდეგ, შეგვიძლია ეს პერიოდი შევაფასოთ საკმაოდ დადებითად და ვთქვათ, რომ მომხმარებელმა ბრენდი მიიღო. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ქართველი მომხმარებელი ამ ბრენდს მეტწილად იცნობდა ამერიკული ონლაინ შოფინგის წყაროებიდან (amazon, 6pm).

ჩვენთან არსებული კოლექციები მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ხარისხისა და კონცეფციის გათვალისწინებით იწარმოება.

კონცეფცია და ხარისხი განსხავებულია სხვა ქვეყნებისთვის და ონლაინ გაყიდვებისთვის. ქართველებისთვის, ვინც ევროპაში ხშირად მოგზაურობს ეს ფაქტი ცნობილია და ამიტომ პირველივე დღიდან დიდი სიხარულით შეხვდნენ ბრენდის საქართველოში შემოსვლას ორიგინალი ევროპული კოლექციით და ხარისხით.

-ამჟამად რა პროცესები მიმდინარეობს ბრენდის კონცეფციის განვითარებაში?

-იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელი  მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერად არის აღიარებული Raf Simons, შესაბამისად ბრენდის კონცეფციური განვითარება შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს სეზონიდან სეზონამდე.

ბოლო პერიოდის სიახლე, რაც განხორციელდა ბრენდის მიერ არის Calvin Klein Jeans Kids-ის ხაზის გამოშვება, რომელიც „Mini Me”-ის კონცეფციაა. ეს კოლექცია ჩვენს შოურუმშიც მალე გამოჩნდება.

-ბოლო პერიოდში ქვეყანაში საკმაოდ სწრაფი ტემპებით შემოვიდა, როგორც დაბალ ასევე მაღალსეგმენტზე გათვლილი ბრენდები. რა გამოარჩვეს Calvin Klein სხვებისგან და რამდენადჰყავს ჩვენ ბაზარზე  მას კონკურენტი

-ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოში მსგავსი კლასის ბრენდებზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, მაღალი მოდის რითეილის ბაზრის განვითარება ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობს და ბაზარი უფრო მაღალი მიზიდულობით შედარებით დაბალი საფასო სეგმენტის ბრენდებს იზიდავს.

თუმცა, მსოფლიოში Calvin Klein-ს თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს მათ შორის საქართველოშიც. ჩვენი პირდაპირი კონკურენტი ჩვენს ბაზარზე ბრენდებიდან, რამდენიმე წარმოდგენილია და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ამისა, ძალიან მოკლე ვადაში Calvin Klein-მა მყარი პოზიცია დაიკავა.

-როგორია გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელი და რა გარემოფაქტორები მოქმედებს აღნიშნულ მაჩვენებელზე?

-გაყიდვების მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად იმეორებს ზოგადად საცალო ბაზრისთვის დამახასიათებელ სეზონურ მრუდებს და იმ გათვლებით ვითარდება, რაზეც  თავდაპირველი ბიზნეს გეგმა იყო აგებული.

შედარებით საგრძნობი გადახრა ევროსთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია.  კონკრეტულ ანალიზის გაკეთება შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს, როდესაც სრული ერთი წელი შესრულდება ბრენდის შემოსვლიდან, რათა თვეების, სეზონების და სხვა პარამეტრების მიხედვით შევძლებთ გავაანალიზოთ დეტალები.

-გარდა Calvin Klein Jeans Kids-ისა, როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები საქართველოში?

-Calvin Klein Jeans Kids ხაზის გარდა, კომპანია გეგმავს, რომ საქართველოში უკვე გეოგრაფიული მასშტაბით გაფართოვდეს და თუმცა ამას წლის ბოლოს შედგებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

კომენტარები