Background Image

Forbes – ,,მოწამეთა ძალიან გავს შენობათა კომპლექსებს Game of Thrones – დან”

12:44 4 მაისი, 2018

ცნობილმა გამოცემამ, Forbes-მა მკითხველს საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ კიდევ ერთი სტატია შესთავაზა.  ავტორი, საქართველოში ღვინის კულტურის განვითარების ერთ-ერთ კერად, მონასტრებს მოიაზრებს.

,,თუ თქვენი მთავარი ინტერესი ღვინოა, კომპრომისზე წასვლა არ მოგიწევთ, რადგან აქ ორივეა, – რელიგიასა და ღვინოს შორის საქართველოში პირდაპირი კავშირია. აქ სამონასტრო კომპლექსებში ვენახებსა და ქვევრებსაც ნახავთ, მაგალითად კახეთში მეღვინეობის ერთ ერთ მთავარ რეგიონში, არსებობს სამონასტრო კომპლექსი სადაც ჯერ კიდევ 11-ე საუკუნეში  იყო ვენახები გაშენებული.

„საქართველოში მოგზაურობისას მსოფლიოს ულამაზეს ეკლესიებსა და მონასტრებს იხილავთ, – ეს კულტურის განუყოფელი ნაწილია.  მოწამეთა მონასტერი ძალიან ჰგავს შენობათა კომპლექსს „სამეფო კარის თამაშებიდან” – ვკითხულობთ სტატიაში.

 

კომენტარები