Background Image

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ეუბნებიან ყველაზე ხშირად უარს საქართველოში შემოსვლაზე?

14:18 6 მაისი, 2018

2018 წლის 3 თვეში საქართველოში რეკორდული რაოდენობის – 1,463,561 უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა.

ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაზრდილია საზღვრიდან გაბრუნებული უცხოელების რაოდენობაც. ტაბულას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსვლაზე უარი 483 ინდოელ ვიზიტორს ეთქვა. ამ პერიოდში ქვეყანაში 17 ათასი ინდოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ინდოელების 2.8%-ს საზღვარზე არ უშვებს.

2018 იანვარ-მარტში საზღვრიდან გაბრუნებულ პირთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 59%-ით გაიზარდა და მან 3674 შეადგინა. ამ 3674 პირიდან 13% ინდოეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილებზე პაკისტანისა და რუსეთის მოქალაქეები მოდიან. რეიტინგში ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები ლიდერობენ.

საქართველოდან გაბრუნებული პირების რაოდენობა მათი მოქალაქეობის მიხედვით ასე ნაწილდება:

  1. ინდოეთი – 483
  2. პაკისტანი – 275
  3. რუსეთი – 233
  4. იემენის რესპუბლიკა – 222
  5. ბანგლადეში – 216
  6. ირანი – 209
  7. ეგვიპტე – 184
  8. სირია – 179
  9. უზბეკეთი – 145
  10. თურქმენეთი – 131

საზღვრიდან გაბრუნებული ადამიანების ნაწილის თქმით, მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, ისინი ქართველ მესაზღვრეებს აზიური წარმოშობის პირებისადმი ქსენოფობიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები