Background Image

,,კორპორაცია ქინძმარაული“ ტურისტებს ღვინის ნაყინს შესთავაზებს

10:49 7 მაისი, 2018

“კორპორაცია ქინძმარაული“ ღვინის ნაყინის დამზადებას გეგმავს. ამჟამად კომპანია მოლაპარაკებებს რამდენიმე ქართულ და უცხოურ ნაყინის მწარმოებელ კომპანიასთან აწარმოებს, – ამის შესახებ myrest.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა განუცხადა.

საუბარია ღია სანაყინეს გახსნაზე, რომელიც ზაფხულის სეზონზე ღვინის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სანაყინე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და იქ მათ ღვინიანი ნაყინის მირთმევა შეეძლებათ.

“ვესაუბრებით რამდენიმე ნაყინის მწარმოებელს, ჩვენ გავაკეთებთ სანაყინეს და მომსახურების სერვისს, სამწუხაროდ ყვარელში არ არის ღია სანაყინე, რომელიც მომხმარებელს ნაყინს და ტკბილეულს შესთავაზებს. ამ ობიექტს დაერქმევა ,,ღვინო და ნაყინი“, სადაც ჩვენი შეკვეთით დაამზადებენ ღვინიან ნაყინს, ჩვენ გვაქვს ღვინოები, რომელიც ნაყინს ესხმევა, მაგალითად ,,16-16“, ლიქიორული ღვინოა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი, რომ ნაყინთან ერთად მიირთვა.

გვაქვს წითელი და თეთრი ფერის, ეხლა მზადდება ქისი, რომელიც დამჭკნარი ყურძნისგან მიიღება, ეს არ იქნება დიდი, მაგრამ ტურისტულ მიმართულებას მოემსახურება, იმედია რომ მაისისთვის მოვასწრებთ მის გახსნას. გარდა ამისა, როდესაც გამოვავლენთ პარტნიორ ნაყინის მწარმოებელ კომპანიას, მას უშუალოდ ქარხნული ღვინის ნაყინის წარმოებასაც დავუკვეთავთ“ – განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.

 

 

 

 

 

კომენტარები