Background Image

,,ციბენა“- სამოთხე რაჭაში, რომელსაც უნდა ესტუმრო

11:18 8 მაისი, 2018

რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში 2005 წლიდან ულამაზესი სასტუმრო „ციბენა“ მასპინძლობს მსურველებს.  4 კეთილ მოწყობილი კოტეჯი და ერთი დიდი სახლი მერაბ ჯანელიძეს ეკუთვნის და სწორედ მისგან გავარკვიეთ თუ როგორ კომფორტსა და ფასებს გვთავაზობენ „ციბენა“-ში

„ჩვენი ოჯახური ბიზნესი ირველ რიგში წამოვიწყეთ რაჭაში ყველაზე კომფორტული ადგილის შესაქმნელად. შესაბამისად ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს ყველანაირად უზრუნველვყოფთ.  მათ ცხელი წყალი, გაზი და ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მოგვეწოდება. ყველა კოტეჯში არის, სამი საწოლი,  ტელევიზორი, wifi, კონდინციონერი, გამათბობელი, სველი წერტილები, აივანი, ყავა და ჩაი.

გარდა ამისა ეზოში გვაქვს სპეციალური ფანჩატური, რომელიც ასევე აღჭურვილია მაცივრით, მუსიკალური ცენტრით, ტელევიზორით, ჭურჭლითა და სარეცხი მანქანით,  აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისაუზმოს ან ისადილოს სუფთა ჰაერზე, ჩვენს სტუმრებს საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოსა და ჭაჭას ვთავაზობ და საკვებსაც ჩემი ოჯახის წევრები ამზადებენ. ყველაფერი ნატურალური და რაც მტავარია რაჭვულია.

ვინაიდან „ციბენა“ ტყესთან და მდინარე რიონთან ახლოს მდებარეობს, აქვე გვაქვს ველოსიპედები და ნავი, ასევე ტენისის მაგიდა და გასაბერი აუზი ბავშვებისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ დიდი აუზის გაკეთებასაც. რაც შეეხება ფასებს, ორჯერადი კვებით, ერთი ღამის ფასი კაცზე 80 ლარია, კვების გარეშე კი 50. ჩვენთან ბავშვების 9 წლის ქვემოთ უფასოდ, ხოლო 9 წლის ზემოთ 40 ლარად ისვენებენ. ეზოში ასევე მალე დასრულდება 3 სართულიანი შენობის მშენებლობაც და მასთან დაკავშირებით უამრავი გეგმა მაქვს, მინდა საკონფერენციო დარბაზი, საბანკეტო დარბაზი და საოჯახო სასტუმრო გავხსნა ამ შენობაში. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას რომ, ჩვენს სტუმრებს კომფორტულ გარემოს, უგემრიელეს რაჭულ საჭმელებს, ნატურალურ ღვინოსა და სუფთა ჰაერს ვთავაზობთ, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი სიახლე გელოდებათ“.

Myrest.ge ასევე დაინტერესდა სასტუმროს სახელის ისტორიით და როგორც ბატონმა მერაბმა განგვიმარტა, “ციბენა“ მისი ოჯახის წევრების, ციცინოს, ბექასა და ნანას სახელების ინიციალებისგან შეიქმნა. დღეს დღეობით კი, სწორედ  ოჯახის წევრები არიან ჩართულნი სასტუმროს განვითარებაში.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

ფოტოგალერეა

კომენტარები