Background Image

,,ინებე“ – თქვენი ონლაინ მზარეული

12:03 9 მაისი, 2018

ჯანსაღი კვება არის ის, რაც თითოეული ჩვენგანის ორგანიზმს სჭირდება, თუმცა ვერ ვახერხებთ, ზოგი სიზარმაცის, ზოგიც დროის უქონლობისა ან სხვადასხვა მიზეზების გამოს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თბილისში უკვე 1 წელზე მეტია არსებობს ონლაინ საიტი „ინებე“, რომელიც თქვენს ჯანსაღ კვებასა და დიეტაზე ზრუნავს.

Myrest.ge  დაინტერესდა „ინებეს“ მომსახურებით, საკვების მრავალფეროვნებითა და ფასებით. „ინებეს“ დამფუძენებლმა, მარიტა გენებაშვილმა ჩვენთან ამ და სხვა დეტალებზეც ისაუბრა.

„ინებე“-ეს არის ონლაინ მზარეული, რომელიც ჯანსაღი კვების 7 დღიან გეგმას გთავაზობთ. მსურველებს შეუძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე (Inebe.ge) დარეგისტრირდნენ და აირჩიონ ფიქსირებული მენიუებიდან მათთვის სასურველი, ჩვენი კურიერი კი ყოველდღე რამდენიმე სახეობის კერძს ადგილზე მოგიტანთ და რაც ყველაზე მთავარია, არცერთ დღეს არ გამეორდება ერთი და იგივე კერძი.

მაქსიმალურად ვცდილობთ თქვენი ყოველდღიური კვება მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს, რაც ზედმეტი კალორიებისგან გათავისუფლების საშუალებასაც იძლევა. ინებეს კერძები შეფუთულია ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიის კონტეინერში, რომელიც შეგიძლიათ შეაცხელოთ როგორც ტრადიციულ ღუმელში, ისე მიკროტალღურ ღუმელში. ჭამა, რომ სიამოვნებაა, ჩვენ ამის გვჯერა და გვსურს თქვენც გაგიზიაროთ, ამიტომაც შევძელით ძალიან გემრიელი და ამავე დროს ყველაზე ჯანსაღი საკვები მოგიმზადოთ და მოგართვათ სადაც ინებებთ.

ჩვენი შეფ მზარეული თქვენთვის განსაკუთრებულ კერძებს ქმნის. თითოეული ინგრედიენტი სათითაოდ არის შერჩეული, რომ გემოთა პალიტრაში თავისი ადგილი დაიკავოს. გვაქვს რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტიც,  მაგალითად ჩვენს ვერანდაზე მოყვანილი მწვანილი. ჩვენი შეთავაზებებია“:  დუკანის დიეტა, ვეგანური დიეტა, ექსპრეს დიეტა, ფიტნეს დიეტა და პრემიერ დიეტა. რაც შეეხება ფასებს, ერთ კვირიანი პაკეტის ფასი 199ლარიდან 249 ლარამდე მერყეობს.

„ინებეს“ პროდქციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ მათ ონლაინ გვერდს  ( inebe.ge ) და ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, შეუკვეთოთ სასურველი ერთ კვირიანი პაკეტი.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

 

კომენტარები