Background Image

საქართველო ღვინის აკვანი – ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა

12:41 9 მაისი, 2018

“საქართველო ღვინის აკვანი”, – სწორედ ამ წარწერით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა. მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ასევე მოეწყობა ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.

Posted by Embaixada da Geórgia no Brasil on 2018 წლის 7 მაისი, ორშაბათი

კომენტარები