Background Image

გერმანიამ საქართველოს 60-მდე მოქალაქე ქვეყნიდან გამოაძევა

13:24 10 მაისი, 2018

გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 60-მდე მოქალაქე გამოაძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა სპეციალური ავიარეისი დიუსელდორფიდან, რომელმაც დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანა.

დეპორტირებულების უმეტესობა თავშესაფარს გერმანიაში მოითხოვდა. ისინი საქართველოდან წასვლის მიზეზად, პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს ასახელებდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს. ისინი საემიგრაციო საცხოვრებლებში იმყოფებოდნენ. გერმანიამ განიხილა მათი განაცხადები და თავშესაფარზე უარი უთხრა.

 

rustavi2.ge

 

 

კომენტარები