Background Image

მარტვილის კანიონის რეაბილიტაციისთვის 465 000 ლარი დაიხარჯება

13:18 10 მაისი, 2018

დაცული ტერიტორიების სააგენტო მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 465 ათასი ლარს დახარჯავს.

შესაბამისი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე სააგენტომ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კანიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია, ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, ტურისტული ბილიკების შეკეთება და სამი საბავშვო მოედნის მოწყობა.

დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღების ვადა 30 მაისს იწურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გამოფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს, ეს კი ზაფხულის ტურისტულ სეზონს ემთხვევა.

 

,,იმედი”

კომენტარები