Background Image

ციხე-სოფელ მუცოს გადარჩენის პროექტი – 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია (ვიდეო)

18:40 10 მაისი, 2018

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ციხე-სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა უახლოეს დღეებში, ხევსურეთის გზის გახსნისთანავე დაიწყება. შუა და ქვედა უბნის 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც.

პირიქითა ხევსურეთში, გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ პოსტს წარმოადგენდა.

ბოლო პერიოდში ძეგლი ინტენსიურად ინგრეოდა და საქართველოს ძეგლთა შორის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ძეგლის მდგომარეობის გაურესებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა და რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობები.

ციხე-სოფელ მუცოს გადარჩენის პროექტი – 20-მდე ციხე კოშკი უკვე აღდგენილია

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ციხე-სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა უახლოეს დღეებში, ხევსურეთის გზის გახსნისთანავე დაიწყება. შუა და ქვედა უბნის 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია.

Posted by მთის ამბები / mtisambebi.ge on 2018 წლის 9 მაისი, ოთხშაბათი

 

,,მთის ამბები”

 

 

 

კომენტარები