Background Image

Google-ი და Facebook-ი ირლანდიაში აბორტის შესახებ რეკლამებს დაბლოკავენ

11:15 10 მაისი, 2018

ირლანდიაში 25 მაისს აბორტის აკრძალვის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. ამის გამო Google-ი ირლანდიისთვის აბორტთან დაკავშირებულ გამოკითხვებსა და რეკლამებზე ინფორმაციას დაბლოკავს. ირლანდიელებისთვის აბორტის თაობაზე სარეკლამო ხასიათის პოსტებს დაბლოკავს Facebook-იც. ინფორმაციას (იხილეთ. BBC )  ავრცელებს.

აღნიშნული ქმედების მიზანი ის არის, რომ რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების მქონე ირლანდიელები გავლენების ქვეშ არ მოექცნენ და მოსაზრება დამოუკიდებლად მიიღონ.

Google აცხადებს, რომ აბორტის რეფერნდუმთან დაკავშირებულ ყველა რეკლამას Youtube-ზეც დაბლოკავს.

კომენტარები