Background Image

ყველის მოყვარულებო, ყოფილხართ რესტორანში სადაც ყველაფერი მდნარი ყველისგან კეთდება?

12:18 11 მაისი, 2018

სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის რესტორნებს, ახალი ყველით სავსე ობიექტი შეემატა. „ვიზჩიზს“  (withcheese) ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ ყავს და ის ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც მდნარი ყველის სამყაროში გამოგზაურებენ.

ისევე როგორც უამრავი ადამიანი, Myrest.ge-ც  ყველის მოყვარულია, ამიტომ რესტორნის მფლობელს, გიორგი გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

„მე და ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ჩაჩანიძემ, გადავწყვიტეთ, საქართველოში ჯერ არ არსებული პროდუქტი შემოგვეტანა. სწორედ ამიტომ გაიხსნა რესტორანი „ვიზჩიზი“.   ჩვენ გვწამს, რომ თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა მოიხმაროს იმ რაოდენობის, ფორმისა თუ შინაარსის ყველი რამდენიც, როგორც და რატომაც გაუხარდება. ამიტომაც გთავაზობთ მდნარი ყველის ჰოთ-დოგებისა და სენდვიჩების ნაირ-ნაირ არჩევანს, იქნება ეს ხორცით თუ ვეგეტარიანული, არსებული მენიუდან თუ ინგრედიენტების თქვენეული შერჩევით.

„ვიზჩიზი“, ასევე ღიად და ღრმად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესს და საკვების მომზადებისას არ ვიყენებთ ზეთს, ხორცეულს ვამზადებთ გრილზე და ყველს ვადნობთ სპეციალური აპარატით, შედეგად ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად ჯანსაღია. სენდვიჩებისა და ჰოთდოგების ფასი 8-12 ლარი ფარგლებში მერყეობს, ხოლო ჩვენი საფირმო მექსიკური კესადიას ფასი 8 ლარია.

ძალიან მალე ჩვენს მენიუს შეემატება კარტოფილის კერძი „რაკლეთი“, რომელიც ამავე სახელწოდების ყველით დამზადდება. ჩვენთან შესაძლებელია კერძების დაგემოვნება შვეიცარიული და გერმანული ყველის სახეობებით და სამომავლოდ კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებთ“.

რესტორანი „ვიზჩიზი“ აბაშიზის 82 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე გიმასპინძლდებათ.

 

ავტორი: ანი გიგაური

კომენტარები