Background Image

BBC წერს საიდუმლო დასახლებაზე საქართველოში, საიდანაც დასავლურ რადიოებს ახშობდნენ

11:26 11 მაისი, 2018

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთთან ახლოს არის დასახლება, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროს „მტრების“, დასავლეთის მედიასაშუალებების რადიოსადგურების ხმას ახშობდნენ. საქართველოს იდუამელებით მოცულ დასახლებაზე BBC წერს.

დასახლება სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ იქ კომუნიკაციის სპეციალისტები და რადიო-ინჟინრები ჩაესახლებინათ. 100-მდე სპეციალისტის მთავრი ფუქცია შემდეგი იყო: ჩაეხშოთ რადიოსიგნალები და ქართველ აუდიტორიას არ მოესმინა, რას გადმოსცემდა BBC, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ისრაელის ხმა, “დოიჩე ველე”, ვატიკანის რადიო და ასევე ის სოციალისტური გამოცემები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულები იყვნენ – ალბანეთისა და ჩინეთის რადიოები.

1950-იანი წლებიდან სსრკ-ს მესვეურებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში, არავის ჰქონოდა დასავლურ მედიაზე წვდომა.

რადიოსადგური ნომერი 5 – ასე ერქვა მაშინ საიდუმლო დასახლებას, სადაც შეღწევას ვერავინ შეძლებდა, რადგან მას დაცვა აკონტროლებდა და სპეციალური საშვების გარეშე დასახლებაში ვერავინ მოხვდებოდა.

აქ მცხოვრები სპეციალისტები უცხოურ რადიოსიგნალებს ე.წ. “შიშხინის“ ხმით ახშობდნენ. მოგვიანებით კი, რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა, დასავლურ სიხშირეებზე საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული გამოშვებების ტრანსლაცია განეხორციელებინა.

დღეს დასახლებაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ სსრკ-ს დროს ჩასახლებული რადიო-ინჟინრები, რომელთაც იქვე, საიდუმლო დასახლებაში შექმნეს ოჯახები. მათ სამსახური მას შემდეგ დაკარგეს, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დასავლურ მედიაზე შეზღუდვები მოიხსნა.

ამ დასახლებაზე გასულ წელს იმედის ჟურნალისტმა, ნათია ორველაშილმა სიუჟეტი მოამზადა, რის გამოც მან ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზიც მიიღო. „იმედის” უფრო ვრცელი სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე.

 

 

კომენტარები