Background Image

გიორგი კვირიკაშვილი – მე ვარ იმის გარანტი რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება

21:15 13 მაისი, 2018

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა:

,,გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა მიმდინარე საკითხების განხილვა. კახი კალაძის განცხადებაში მკაფიოდ იყო გამოხატული ჩვენი პოზიცია.

სახელმწიფოს ექნება ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება და ბევრად უფრო ლმობიერი იქნება მომხმარებლების მიმართ.

მე ვარ იმის გარანტი რომ თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის დაპირისპირება”

 

კომენტარები