Background Image

რა ზიანს აყენებს კანაფი გოგონას ჰორმონალურ ფონს? – მსუბუქ ნარკოტიკზე სიმართლე ბევრმა არ იცის

20:13 13 მაისი, 2018

“ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკები უარყოფითად მოქმედებს გოგონების ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სისტემაზე… ქალი თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მოიხმარს ანაშას, ეს ფსიქოაქტიური საშუალება გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს ჰიპოქსიას და ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებას..” – ამბობს ექიმი-ნარკოლოგი თათა ასათიანი, რომელიც ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების დიდ საფრთხეებზე გვესაუბრა…

– ბევრი ფიქრობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკები მავნებელი არ არის. როგორ მოქმედებს მისი მიღება ქალის ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, ან მამაკაცი თუ ეწევა ბავშვის ჩასახვამდე?

– ყოველდღიური შეხება მაქვს პაციენტებთან და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ არასწორი დამოკიდებულებაა ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ… არ მიიჩნევენ მავნედ, რადგან მსუბუქი ნარკოტიკი ჰქვია. იგივე დამოკიდებულებაა ლუდის შემთხვევაში.

ლუდი სხვა ალკოჰოლურ სასმელზე უფრო ნაკლებად მავნე ჰგონიათ, რადგან ეთილის სპირიტს კონცენტრაცია მასში ნაკლებად არის. სინამდვილეში ლუდიც ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ალკოჰოლის სახეობაა… რაც შეეხება ანაშას (კანაფს), მას სხვა ნარკოტიკებთან შედარებით დამოკიდებულების გამოწვევის ნაკლები პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ფსიქოაქტიური საშუალების განმეორებითი მოხმარებისას ხშირად ჯერ ყალიბდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, შემდეგ ინდივიდიაულური, მისი სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში კი აღწერილია ფიზიკური დამოკიდებულების – “ლომკის” განვითარების შემთხვევები.
თუმცა ყველა ნარკოტიკი გამოირჩევა იმით, რომ სხვადასხვა სფეროზე აქვთ ზეწოლა. ანაშის მხრივ ყველაზე მეტად ფსიქიკაზე ხდება ზეწოლა.

მისი გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან შეფერხებულია. ადამიანი კვირაში ორჯერ თუ ანაშას მოიხმარს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი თავის ტვინი მთელი კვირის განმავლობაში მუდმივად ტეტრაჰიკანაბინოლების (ტჰკ) ზემოქმედების ქვეშ არის.
ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკები უარყოფითად მოქმედებს გოგონების ჰორმონალურ და რეპროდუქციულ სისტემაზე… ქალი თუ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მოიხმარს ანაშას, ეს ფსიქოაქტიური საშუალება გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს ჰიპოქსიას და ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხებას, რაც მომავალში შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო ორგანული დაზიანებების, არამედ არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემების სახით, როგორიცაა: ყურადღების დეფიციტი, შფოთვის მომატება, ჰიპერაქტიურობა და ასე შემდეგ.

თუ მომავალი მამა მარიხუანას (კანაფს) ეწევა – რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ნაყოფზე

აუცილებლად სიფრთხილეა საჭირო! მთავარი პრობლემა უკვე მოგახსენეთ, რომ ეს არის ადამიანების არასწორი დამოკიდებულება. მიაჩნიათ, რომ ვთქვათ ანაშა არაფრისთვის მავნებელი არ არის, რადგან მცენარეულია. ჰგონიათ, რომ მისი გამოყენება სისტემატიურად შეიძლება და ეს არანაირ ზიანს არ გამოიწვევს… არადა, როდესაც ადამიანი სიტემატიურად მოიხმარს მას, მთელი რიგი დარღვევები ხდება, როგორც ფსიქიკის, ისევე სხვადასხვა ორგანოსი. ძალიან სწრაფად ყალიბდება ადამიანის დეგრადაცია სისტემატიური მოწევების შემთხვევებში. ყალიბდება ეგრეთ წოდებული ამოტივაცია… ადამიანს აღარაფერი აინტერესებს, გარდა ანაშის მოწევის და მოპოვებისა. იგი ყველა სხვა ფუნქციას და ინტერესს, სხვა სიამოვნების მიღების საშუალებას კარგავს.

ასევე არ უნდა აგვერიოს სამედიცინო მარიხუანა ჩვეულებრივი ანაშის სხვადასხვა სახეობასთან. სამედიცინო მარიხუანა ეს არის სამედიცინო პროდუქტი, რომელსაც აქვს გარკვეული ჩვენება და ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს სხვადასხვა დაავადების დროს… მაგალითად ქიმიოთერაპიის, გლაუკომის, გაფანტული სკლეროზის და ასე შემდეგ… ექიმი ნიშნავს სწორი დოზირებით და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარიხუანა სასარგებლოა და მისი მოწევა შეიძლება!

 

mshoblebi.ge

 

 

კომენტარები