Background Image

ავსტრალიელმა მამაკაცმა ჯეკპოტი ერთ კვირაში ორჯერ მოიგო

14:52 14 მაისი, 2018

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მამაკაცმა ლატარიაში კვირაში ორჯერ ჯეკპოტი მოიგო, ამის შესახებ გამოცემა Pedestrian-ი წერს.

40 წლის ავსტრალიელმა კვირის დასაწყისში ერთი მილიონი ავსტრალიური დოლარი მოიგო, ხოლო იმავე კვირის ხუთშაბათს დაახლოებით 1,4 მილიონი.

მთლიანობაში მისმა მოგებამ 2,478,321.33$. ავსტრალიური დოლარი შეადგინა. იღბლიანი მამაკაცი აცხადებს, რომ გამარჯვების ფორმულა არ აქვს და ყველაფერი ,,ღმერთის დამსახურებაა”.

 

 

 

კომენტარები