Background Image

ლოქოს ტოლმა, შემწვარი ხოხობი, კახური ,,გასპაჩო” – სად მივირთვათ კერძები რომლის შესახებაც, არასდროს გვსმენია

16:11 14 მაისი, 2018

რესტორანი „მამაპაპური“ უკვე 5 წელია მასპინძლობს სტუმრებს და საოცარ გარემოსთან ერთად, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. მიზეზი, რის გამოც myrest.ge „მამაპაპურით“ დაინტერესდა, მათ მიერ დანერგილი სიახლეა, რომელიც ძველი ქართული კერძების „გაცოცხლებას“გულისხმობს.

რა კერძებზეა საუბარი, როგორი იქნება ფასები და როდიდან იქნება მათი დაგემოვნება შესაძლებელი? ამ და სხვა დეტალებზე, რესტორნის მენეჯერს, ნანა ჭკადუას ვესაუბრეთ.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან მოსულ სტუმრებს ყოველთვის დახვდებათ თბილი გარემო. აქ გეძლევათ საშუალება დააგემოვნოთ უგემრიელესი მამა-პაპურად დამზადებული კერძები, ადგილზე გამომცხვარი დედასპური, მამაპაპურად დაწურული კახური ღვინო და ადგილზე, თქვენს თვალწინ დაკლული ხოხობი. სახელიდან გამომდინარე, ყველას ჰგონია, რომ აქ მხოლოდ ხინკლის, მწვადის, ხაშინ ან ნებისიერი სხვა მამაკაცური საჭმელების გარდა არაფერი დახვდებათ, უმცა ეს ესე ნამდვილად არ არის, ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა და სქესის ადამიანისთვის ვქმნით საუკეთესო გარემოს.

რაც შეეხება სიახლეს, გადავწყვიტეთ ძველი ქართული კერძები დაგვემატებია მენიუში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ადვილი აღმოჩნდა ამ რეცეპტების მოძიება, მაინც შევძელით და 30-მდე დასახელების საოცარი კერძის რეცეპტი შევაგროვეთ, მაგალითისთვის: ხაჭაპური ქოთანში, ლობიოს ჩაქაფული, ლოქოს ტოლმა, ხბოს ხორცის ჩახრაკული, კალმახი ნიგვიზს ტენილით და ა.შ. ეს რეცეპტები მოვიძიეთ საქართველოს ყველა კუთხიდან, თუმცა ყველაზე მეტი მაინც კახური კერძებია, ჩვენი რესტორნის მთავარი მიმართულებისგან გამომდინარე. პირადად მე, აქედან არცერთი კერძის შესახებ  არ მსმენია. კიდევ ერთი საინტერესო შემოთავაზება, რომელსაც ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ, არის კახური „გასპაჩო“, რომელიც იტალიურისგან ნამდვილი ქართული სუნელების ნაზავითა და კახური ზეთის დამატებით განსხვავდება. ძველი ქართული კერძები მენიუში 2 კვირაში დაემატება, ამ ეტაპზე განიხილება წვრილმანი დეტალები და ფასები, რომელიც აუცილებლად ხელმისაწვდომი იქნება, 6 ლარიდან 25 ლარამდე“.

რესტორანი „მამაპაპური“ კახეთის გზატკეცილზე, „სანტეს“ ქარხანასთან ახლოს მდებარეობს და ყოველდღე 10:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე გიმასპინძლდებათ. რესტორანი, ორ დარბაზს, კუპეებს, ფაცხებსა და ერთ vip კუპეს მოიცავს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები