Background Image

Handmade clocks – მოიფიქრე როგორი იქნება შენი საათი და შეგვიკვეთე

18:49 14 მაისი, 2018

ჯაზი, ბლუზი, როკი, კლასიკა და ყველა დროის საუკეთესო მუსიკა, ისტორიაში ყველაზე გენიალურ მხატვრებთან, ხელოვანებთან და ინოვატორებთან ერთიანდება handmade clocks-ის საშუალებით.

რა არის ბრენდის მთავარი ხაზი და რას სთავაზობენ მომხმარებლებს, ამაზე დეტალურად სახელოსნოს დამფუძვნებელია, მარიამ ჟორჟოლიანი გვესაუბრა.

„Handmade clocks მომხმარებელს 2013 წლიდან მაჯისა და კედლის საათების ფართო არჩევანს სთავაზობს. ძველ ფირფიტებზე და მაჯის საათებზე გადატანილი ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც დრო ვერ მოერია, თვითონ იქცა დროდ. საათების დიზაინი იქმნება ხელით. ჩვენი კომპანიის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ თავად შეარჩონ და აკონტროლონ დრო თავიანთი საყვარელი გამოსახულების ფონზე, შექმნან საათი მათი სასურველი დიზაინით და გაუკეთონ საყვარელ ადამიანებს ორიგინალური საჩუქარი.

მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობთ, მსურველები კი ონლაინ გვიკეთავენ სასურველ დიზანს, თუმცა შესაძლებელია ჩვენს სახელოსნოში სტუმრობაც, პროდუქციის დათვალიერება და შეკვეთის იქვე გაკეთებაც. კედლის საათები, რომლის დიზაინიც „ვინილზე“ იქმნება, 35-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაჯის საათების ფასი კი დამოკიდებულია სამაჯურის ხარისხზე და მათი ფასი 80 ლარიდან იწყება. ვიყენებთ, როგორც ტყავის შემცველს, ასევე ნატურალურ ტყავსაც. ჩვენი დიზაინერები და გრაფიკოსები, მაქსიმალურად ცდილობენ დამკვეთის ყველა სურვილი სრულფასოვნად შეასრულონ“.

handmade clocks-ის პროდუქციის სანახავად, შეგიძლიათ მათ ფეისბუქ გვერდს ეწვიოთ. (facebook) ან ესტუმროთ სახელოსნოში, რომელიც ვაჟა ფშაველას 75 ნომერში მდებარეობს.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები