Background Image

როდის იხსნება პოლიციის მიერ დალუქული „კაფე გალერი“?

13:27 14 მაისი, 2018

„კაფე გალერი“ დღეს საღამოს საათებში იხსნება და ის ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას აქ იგულისხმება როგორც კლუბი, ისე კაფე,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ „კაფე გალერიში“ განუცხადეს.

„ კომერსანტის“ კითხვაზე, როგორი გავლენა იქონია ბიზნესის ფინანსურ მხარეზე და რა ზარალი მიადგა კაფე გალერის კლუბის დალუქვით, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით ამ ეტაპზე აღნიშნულზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება იმიჯს, მათივე განცხადებით, „კაფე გალერის“ საფრთხე არ ემუქრება და მისი იმიჯი ბოლოდროინდელი ამბების გამო არ შელახულა. „ჩვენ იმიჯი მუდმივად გვქონდა და ეს ამბები გავლენას ვერ მოახდენდა. პირიქით, ჩვენ მიმართ ინტერესი გაორმაგდა“, – აცხადებენ „კაფე გალერიში“.

სხვა უფრო კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე „კაფე გალერის“ წარმომადგენლები არ საუბრობენ, რადგან განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებენ.

12 მაისს გამთენიისას 5 კლუბი კაფე გალერი, როკი-ტი, ღამის კლუბი მტკვარზე, ბასიანი და მედ სამართალდამცველებმა, ერთი დღით დალუქეს. ამ დრომდე სხვა კლუბების გახსნის ზუსსტი თარიღი არ საჯაროვდება.

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები