Background Image

რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას ტურისტები საქართველოში?

12:57 15 მაისი, 2018

2017 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31.6 პროცენტით აღემატება. წინა წელთან შედარებით, 9.4%-ით გაზრდილია ვიზიტზე საშუალო ხარჯი და ის 888.7 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ, შემოსავლების 25.6% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. მეორე ადგილს 23%-ით განთავსება იკავებს, 18.5%-ით კი მესამე ადგილზე გართობაა.

საყიდლებზე გაწეული ხარჯი – 13%-ია; ადგილობრივ ტრანსპორტზე -8.4% , ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე – 6.6%, ძვირფას ნივთებზე 0.7%; ყველა სხვა ხარჯი კი- 3.4%-ია.

 

bm.ge

 

 

კომენტარები