Background Image

,,დიდგორის ველი” – არაგვის წყლისა და ქართული ხორბლის სპირტისგან წარმოებული არაყი

13:04 16 მაისი, 2018

საქართველოში სავაჭრო ცენტრებში, ქართულ ხორბლის არაყს თითქმის ვერსად ნახავთ, დახლები სავსეა იმპორტირებული პროდუქციით, მაშინ როცა საქართველოს არყის წარმოების რესურსები აქვს. სწორედ ამიტომ myrest.ge დაინტერესდა არსებობდა თუ არა ქართული წარმოების ბრენდირებული არაყი და ჭაჭა, შედეგად კი ორიგნალურ ქართულ ბრენდს გადავაწყდით. „დიდგორის ველი“ ოჯახური ბიზნესია, რომლის მთავარი ინიციატორიც, პეტრე ჯმუხაძე გახლავთ. რითი არის განსაკუთრებული „დიდგორის ველი“ და რა გვთავაზობენ კონკრეტულად? ამ და კიდევ სხვა დეტალებზე, პეტრე ჯმუხაძის ქალიშვილი, თამარ ჯმუხაძე გვესაუბრა.

“დიდგორის ველი” დაფუძნდა 2015 წელს. თავდაპირველად ქართული ხორბლის არაყი იქმნებოდა და დანადგარების შექმნა საკუთარი ხელით დავიწყეთ. უამრავი ცდის შედეგად მივიღეთ რექტიფიცირებული მაღალი კლასის სპირტი. შემდეგ უკვე მიღებული სპირტის და ნულოვანი სიხისტის წყლის ნაზავით დამზადდა პრემიუმ კლასის არაყი “დიდგორის ველი”. რატომ “დიდგორის ველი”? იმიტომ რომ, დიდგორის ბრძოლა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში, რომლის შედეგადაც გადარჩა საქართველო და დაიწყო ოქროს ხანა.

ამიტომ მამაჩემა გადაწყვიტა მიეძღვნა თვისი იდეა და შრომა “ძლევაი საკვირველს”. საწარმო მდებარეობს ქ. თბილისში მოსკოვის გამზირზე სპეციალურად საწარმოსთვის განკუთვნილ ადგილას. საწარმო შედგება ორი ნაწილისაგან – პირველი სადაც ხდება დამზადება და დაკუპაჟება, და მეორე – ჩამოსხმა. ხორბლის არყის დამზადების ყოველი ეტაპი უნიკალურია, ვინაიდან ის იწარმოება ჩვენს მიერ გამოხდილი სპირტისაგან, რომლის ფერმენტიზაციაც ხორციელდება ქერის მწვანე ალაოთი.

არაგვის წყაროს წყლის სპეციალური დამუშავების შემდეგ, ხდება ხორბლის რექტიფიცირებული სპირტთან შეზავება, მიღებული კუპაჟი კი გადის მრავალსაფეხურიან ფილტრაციას ვერცხლით ინპეგრირებულ ქოქოსის ნახშირის ელემენტში. შემდეგ კი, ეს  ნაზავი “ისვენებს” გარკვეულ პერიოდს , პროდუქცია “მშვიდდება” და იღებს თავის იერსახეს. ხორბლის არყის შემდეგ, გადავწყვიტეთ ჭაჭის დამზადება, რომლის  რეცეპტიც ასევე უნიკალურია და ძალიან თვისებური. ქართული ყურძნისგან ვამზადებთ ჭაჭას და სწორედ ამ სერიას აქვს ორიგინალური დიზაინი, კერძოდ ჯაჭვები, მეტალის ფარი და ა.შ. ჩვენი პროდუქციის ფასი 20 ლარიდან იწყება და იზრდება დიზაინის შესაბამისად“.

„დიდგორის ველის“ პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში :

მაღაზია „ღვინის სახლი“ – კოტე აფხაზის ქ. 55

მაღაზია „ვინომანია“ – კოტე აფხაზის ქ. 45

მაღაზიათა ქსელი Smugglers – ვაჟა-ფშაველას გამზირი № 19

მაღაზიათა ქსელი Smugglers – ქვაჟა-ფშაველას გამზირი № 64

მაღაზიათა ქსელი Smugglers – ნუცუბიძის № 105

მაღაზიათა ქსელი Smugglers – კეკელიძის № 15

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები