Background Image

რისგან შედგება რეალურად ყველასთვის საყვარელი “ნუტელა”?

17:11 16 მაისი, 2018

“ნუტელა” ჩვენთვის თხილისა და შოკოლადის გემრიელ კომბინაციასთან ასოცირდება, თუმცა ბევრი ჩვენგანი შემადგენლობაში არც კითხულობს, რომ ეს გემრიელი კომბინაცია ძირითადად შაქრისა და პალმის ზეთისგან შედგება – ამის შესახებ გამოცემა (იხ. Business Insider-ი)  ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა.

“რეკლამებში ჩანს, რომ ბავშვები პურზე წასმულ “ნუტელას” საუზმედ მიირთმევენ. ბევრ ქვეყანაში ის უბრალოდ ტყის თხილის კრემის სახითაა რეკლამირებული და აღნიშნავენ, რომ ხელოვნურ დანამატებს არ შეიცავს, მაგრამ “ნუტელა” ჯანსაღი საკვები ნამდვილად არ არის. “ნუტელა” შედგება პალმის ზეთის, კაკაოს, ტყის თხილის და ცხიმმოხდილი რძის ფხვნილისგან, მისი ნახევარი კი შაქარია”, – წერია გამოცემის სტატიაში.

როგორც ეტიკეტზეა განმარტებული, ერთი ქილა “ნუტელა” ყოველ 37 გრამ სპრედზე 21 გრამ შაქარს შეიცავს, დანარჩენი პალმის ზეთია, რომელიც სიმსივნური დაავადებების ერთ-ერთ გამომწვევადაა დასახელებული.

“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქილიდან მისი კოვზით მირთმევა უნდა შეწყვიტოთ”, – წერს Business Insider-ი.

 

 

კომენტარები