Background Image

სათამაშო ბიზნესი სამორინეებში თამბაქოს მოწევის დაშვებას ითხოვს

11:29 16 მაისი, 2018

„სათამაშო ბიზნეს ასოციაცია“ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს. ორგანიზაციაში გაერთიანებული მსხვილი კომპანიები ირაკლი კობახიძეს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გადახედვას სთხოვენ. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თამბაქოს მოწევა, სამორინეების მსგავსად, დასაშვები უნდა იყოს სხვა აზარტული და მომგებიანი თამაშების ადგილებშიც.

ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში დაშვებული ტექნიკური შეცდომა ბაზარზე მონოპოლიას ქმნის, რაც სხვა აგენტებს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს. ბიზნეს ასოციაციის მიმართვას ჯანდაცვის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

1 მაისიდან საზოგადოებრივი დანიშნულების ყველა შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, მათ შორის კაფეებსა და რესტორნებში.

მოწევა შეიზღუდა გარე სივრცეებშიც, აიკრძალა თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა. კანონის აღსრულებას საქართველოს მასშტაბით 2 000 პოლიციელი აკონტროლებს.

 

imedinews.ge

 

 

კომენტარები