Background Image

„გაწეწილი ხორცი როკფორით“ – მხოლოდ ,,ქეთო და კოტე”-ში

15:08 17 მაისი, 2018

როდესაც ხარ გურმანი და თბილისი უამრავ რესტორანში ყოფილხარ, სადაც მხოლოდ ქართულ კეძებს გთავაზობენ, ხანდახან უბრალოდ გინდა, რომ ამ დაშტამპულ ერთფეროვან კერძებს გასცდე და რაღაც ორიგინალური გასინჯო. თუმცა თბილისში უკვე 2 წელია არსებობს რესტორანი, სადაც ისევ ქართულ კერძებს გთავაზობენ, თუმცა სრულიად განსხვავებულსა და ორიგინალურს. რესტორანი „ქეთო და კოტე“, მისი შექმნის მთავაზრი მიზანი, კერძები და გარემო, ამ ყველაფერზე დეტალურად გვესაუბრა მენეჯერი, მაია მანჭკალაძე.

„ჩვენი რესტორნის მთავარი მენიუ ქართული კერძებისგან შედგება, თუმცა ეს არის მხოლოდ კერძები, აქ გემოთა ნამდვილ მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ. აქ ქართულ გათანამედროვებულ კერძებთან ერთად, რამდენიმე ევროპული კერძიც მზადდება და არც ერტხელ არ მახსოვს, ჩვენგან ვინმე აგფრთოვანების გარეშე წასულიყო. გარდა კერძებისა და სალათებისა, „ქეთო და კოტეში“ უგემრიელესი კოქტეილები და სასმელებიც გელოდებათ, თუმცა ჩვენი მენიუსა და გარემოსგან გამომდინარე, სტუმრების უმეტესობა ღვინოს ირჩევს, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს საფირმო სალათს, „გაწეწილი ხორცი როკფორით“.

გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო, ყველაფერი მზადდება მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით და პირადად ჩვენ ამოგვყავს საოცარი სულგუნი, რომლის დაგემოვნებაც ნამდვილი ბედნიერებაა. მოკლედ რომ გითხრათ, „ქეთი და კოტე“ არის ადგილი, სადაც განსხვავებულ და უგემრიელს მენიუს დააგემოვნებთ. რაც შეეხება გარემოს, გვაქვს ულამაზესი ეზო, სიმზვანე, სიმშვიდე და რაც მთავარია სასიამოვნო მომსახურე პერსონალი“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ თორაძის 3 ნომერში მდებარეობს და როგორც ქალბატონმა მაია აღნიშნა, სწორედ აქ არის გადაღებული ფილმ „ქეთო და კოტეს“ უამრავი სცენა, სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა რესტორანს ეს სახელიც. მსურველებს, ყოველდრე 12:00 საათიდან, ბოლო სტუმრამდე ემსახურებიან.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები