Background Image

23-26 აგვისტოს ანაკლიაში ახალი ფესტივალი გაიმართება

17:42 5 ივლისი, 2018

23-26 აგვისტოს, ანაკლიაში Check in Georgia-ს ფარგლებში ახალი ფესტივალი Echowaves powered by Exit ჩატარდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 4 მილიონი ლარით აფინანსებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი  სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს და სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

” აღნიშნული ფესტივალი საქართველოში პირველად იმართება. განსხვავებულია იმით, რომ იქნება მრავალფეროვანი მუსიკა. იქნება 5 სცენა და თითოეულ მათგანზე ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკა გაჟღერდება. ასე რომ ფესტივალზე ჩამოსულ ადამიანებს შეეძლებათ მათთის საყვარელი მუსიკალური ჟანრი იპოვონ” – ამბობს Echowaves-ის პრესსამსახურის უფროსი დათო ქუთათელაძე.

აღსანიშნავია, რომ Echowaves powered by Exit  ევროპაში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალის EXIT-ის  ქოლგის ქვეშ ჩატარდება.  Exit ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მას საფუძველი დაედო დიდი სტუდენტური მოძრაობის შედეგად, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდა.  დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან:  Depeche Mode, Guns N’ Roses,  Massive Attack, Faithless,  Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვა.

ანაკლიის ფესტივალზე 150-მდე არტისტი დაუკრავს. მათ შორის არიან: Andrey PUSHKAREV | Another Paradise (Francesco Tristano & Guti ) | Aril Brikha Live | BLOND:ISH | BUTCH | Dodi Odd1 PaleseDj Tennis | Doyeq | Function | Henry Saiz & Band | Ilija Djokovic | Ishome aka Shadowax | Jonas Kopp | Juan AtkinsDzijan Emin & Tbilisi State Conservatoire Student Orchestra | KOLLEKTIV TURMSTRASSE | Lehar | Marc Romboy | Matthew Dekay | Mene | Musumeci | Shpongle (Simon Posford) DJ Set | Solomun (Official) | Stojche | Tricky Live | Woo YorkLive | Wrong Therapy
Dominik Eulberg I Henrik Schwarz I Viken Arman I Nu, AntigoneDerrick Cartert I François X I Lucy I Marc Romboy I Moscoman | Sigha I Dejan Milivevic I Marko Milosavljevic I Frequency shifter, I Gio Shengelia I Greenbeam & Leon I Rayko I Stimmhalt I Bacho I Tomma, Yanamaste  და სხვა.

ფესტივალის აბონიმენტის ფასი პირველი კალათიდან 120 ლარია.

Tickets: www.echowaves.ge

კომენტარები

X