Background Image

5 თვეში კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 112 კვების ობიექტს შეუჩერდა

14:15 21 ივნისი, 2018

მიმდინარე წლის 5 თვეში სურსათის უვნებლობის სასახურმა 1 701 კვების ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 384 ობიექტი დააჯარიმა. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი კი 112 კვების ობიექტს შეუჩერდა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგათ.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 3 108 საზოგადოებრივი კვების ობიექტი. დაჯარიმდა 185 ობიექტი. 2017 წელს – 1 410 საზოგადოებრივი კვების ობიექტი; დაჯარიმდა – 685 ობიექტი.

რესტორნებსა და კაფე-ბარებში გამოვლენილ დარღვევებს შორის გამოვლინდა:

მავნე სურსათის განთავსება, ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე; სურსათის მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; არაკრიტიკული შეუსაბამობისას გაცემული მითითებების; კრიტიკული შეუსაბამობების დაფიქსირების გამო საწარმოო პროცესის შეჩერება; სახელმწიფო კონტროლისთვის ხელის შეშლა; ეტიკეტირების წესის დარღვევა; ვადაგასული სურსათის რეალიზაცია. გამოვლენილ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა 200-დან 1 200 ლარამდეა.

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები

X