Background Image

5 ყველაზე რომანტიკული ადგილი თბილისში

17:43 11 ივლისი, 2018

144 საფეხური – 144 stairs café

144 საფეხური ბეთლემის ქუჩის 27 ნომერში, მდებარეობს კაფე „144 საფეხური“, რომელიც ნამდვილი აღმოჩენაა რომანტიკოსებისთვის. კაფე სტუმრებს შუადღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე მასპინძლობს, ზაფხულში კი  ქართულ-ევროპული სამზარეულოთი და თბილისის ულამაზესი ხედებით, შეგიძლიათ ღამის სამ საათამდეც დატკბეთ.

„144 საფეხურში“ მყუდრო და რომანტიკულ განწყობას, გარდა ხედებისა, კლასიკური მუსიკაც ქმნის. ხელოვნების მოყვარულებს კი შეგიძლიათ, არტ გალერეაში გამოფენილი ულამაზესი სურათების ნახვით ისიამოვნოთ.

ჰილტოპი – hilltop

ბეთლემის ქუჩის 27 ნომერს კიდევ ერთი რომანტიკული კაფე ამშვენებს, რომელიც სტუმრებს დილის 9 საათიდან ღამის 2 საათამდე უმასპინძლდება.

„ჰილტოპი“ დედაქალაქის ისეთ უბანში მდებარეობს, საიდანაც თბილისის ხედებით ტკბობა ძალიან უყვართ ტურისტებსაც.

ორი დარბაზი და საზაფხულო ვერანდა, ქართულ-ევროპული სამზარეულო, რომანტიკული გარემო, თბილი და მყუდრო ინტერიერი- ეს ყველაფერია, რაც გელოდებათ კაფე „ჰილტოპში“.

 

კაფე ფლაუერსი – café flowers

„კაფე ფლაუერსი“ დუტუ მეგრელის 1#-ში მდებარეობს და სტუმრებს ტერასითა და ულამაზესი ხედებით ხიბლავს. მრავალფეროვანი სამზარეულოსა და ორიგინალურად გაფორმებული კერძების დაგემოვნება, მყუდრო და კომფორტულ გარემოში რომანტიკოსებისთვის ნამდვილი ფუფუნებაა.  პატარა, ვარდისფერ სახლში მდებარე  კაფე, დარბაზს, ტერასასა და ბარს მოიცავს, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს. განტვირთვისა და დასვენებისთვის „კაფე ფლაუერსს“ ყოველდღე დილის 10-დან ღამის 12 საათამდე შეგიძლიათ ეწვიოთ.

 

ბუქ ქორნერი – book corner

დედაენის ბაღში, როგორც ქართველ ასევე ტურისტ რომანტიკოსებს გელოდებათ  „ბუქ ქორნერი“ მყუდრო გარემოთი და კარგი მუსიკით. 11საათიდან ღამის 1 საათამდე შეგიძლიათ დატკბეთ საოცარი სამზარეულოთი და შესანიშნავი ხედით მტკვარზე. საფირმო „ვარენიკები“, „პასტების“ დიდი არჩევანი, ახლად გამომცხვარი დესერტები და მრავალფეროვანი ევროპული სამზარეულო გელოდებათ კაფე ბოოკ ცორნერ-ში. ინტერიერს ავსებს გამორჩეული მორთულობა ჭაღების სახით, რომელიც დამზადებულია წიგნებისა და თასებისგან. ძველი პიანინო და კარადა, წიგნის თაროები და ახალგაზრდა ადგილობრივი მხატვრის ბევრი ნამუშევარი ქმნის თბილ ატმოსფეროს. „ბუქ ქორნერში“ ასევე  პიანინოსა და ვიოლინოზე შესრულებულ სხვადასხვა კომპოზიციებსაც მოისმენთ.

 

ტიფანი ბარი – tiffany bar

მარჯვენა სანაპიროსა და ბროსეს ქუჩის კუთხეში, სასტუმრო „რივერ საიდის“ პირველ სართულზე მდებარეობს ბარი, რომელიც სრულიად განსხვავებულ გარემოს გთავაზობთ.  „ტიფანი ბარი“  გამოირჩევა უნიკალური დიზაინით და უგემრიელესი ფრანგული სამზარეულოთი. ბარი სტუმრებს 12 საათიდან ღამის 12 საათამდე მასპინძლობს. ბარის დახვეწილი,  გემოვნებიანი და მყუდრო გარემო, რომანტიკოსებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

იხილეთ ფოტო გალერეა:

კომენტარები

X