Background Image

5 ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სამოგზაურო ადგილი მსოფლიოში

15:14 3 მაისი, 2018

დღესდღეობით, მოგზაურობა და დასვენება ახალ საფეხურზე გადავიდა და ის, ხშირად, ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული. ადამიანები მოგზაურობენ იმისთვის, რომ თავიანთი სულიერი, გონებრივი თუ ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ. დღეს მათ ისეთი ადგილები მოსწონთ, სადაც არა მხოლოდ სანაპირო და კოქტეილები, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობებია, იქნება ეს ფიტნესი, სპა თუ იოგა. “Ecapehere-ი” წარმოგიდგენთ 5 ისეთ რომელსაც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის უნდა ეწვიოთ.

 

არიზონა

ამბობენ, რომ ეს ადგილი დედამიწის ძალებს “იზიდავს” და სწორედ ამიტომაც, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, Sadona-ს წითელ კლდეებს, არიზონაში, მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ეს შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც სიმშვიდეს ეძებს და სურს, მედიტაციით დაკავდეს. Sedona-ში სამხატვრო გალერეები, სპა და რესტორნებია. აქ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. კლდეების გარშემო სამოგზაურო ტურებისა და ლაშქრობების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ იოგათიც დაკავდეთ. აქაურობა სავსეა მდიდრული სასტუმროებით. ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება სურს.

 

ტაილანდი

შესანიშნავი ადგილები იოგასთვის,  ძილის გასაუმჯობესებელი პროგრამა და თერაპიები – ტაილანდი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობთ, რომ არაფერი ვთქვათ, ულამაზეს ტაძრებზე, თვალწარმტაც სანაპიროებზე, ისტორიასა და კულტურაზე, რომელიც აქ დაგხვდებათ. აქ იმდენად მეგობრული გარემოა, რომ სიმშვიდეს ნამდვილად იგრძნობთ. ტაილანდში მცენარეული ორთქლის თერაპიები ტარდება, აკეთებენ ტრადიციულ მასაჟსაც. რაც შეეხება სასტუმროებს, რომლებიც სანაპიროსთან მდებარეობს, ისინი გვთავაზობენ ოთახებს იოგასთვის, მედიტაციისთვის, ასევე საუნასა და ყველა იმ პირობას, რაც სასიამოვნოდ დასვენებაში შეგიწობთ ხელს.

 

კალიფორნია

ფიზიკური, სულიერი და გონებრივი კეთილღეობისთვის, კალიფორნიის შტატს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ეს შტატი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რადგან აქ, თითოეული ქალაქი, ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, ნამდვილად საუკეთესო პირობებს გვთავაზობს. კალიფორნიაში კულინარიული გაკვეთილები, წონის კლების პროგრამები, სპა მომსახურებები და სხვა მრავალფეროვანი არჩევანია. აქ ფიქრობენ, რომ  ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანმრთელობის ერთადერთი სახეობა არ არის და მეტი აქცენტი გონებრივი სიმშვიდის მოპოვებასა და გაუმჯობესებაზე კეთდება. კალიფორნიაში სტუმრებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გახდნენ ისინი ბუნების ნაწილი. აქ თქვენ სხეულსაც გაიუმჯობესებთ და სულიერ სიმშვიდესაც მოიპოვებთ.

 

შრი-ლანკა

შრი-ლანკაზე შესანიშნავი კულტურა, ულამაზესი ტაძრები და უმშვენიერესი ადგილები გელოდებათ იოგასა და მედიტაციისთვის. აქ ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და სხეულის გაახალგაზრდავებისთვის დღემდე გამოიყენება.  შრი-ლანკა სტუმრებს იოგას გაკვეთილებს სთავაზობს, სადაც ადგილობრივები იოგას ტექნიკას შეგასწავლიან. აღნიშნული ტექნიკაც საუკუნეებს ითვლის. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა, რომ სიმშვიდე მოიპოვოთ, არის მედიტაციისა თუ იოგას ტურები შრი-ლანკაზე. იოგას სპეციალისტები თქვენ ბევრ ისეთ რამეს გასწავლიან, რის შესახებაც, შესაძლოა, წარმოდგენა აქამდე არც კი გქონდათ. რაც შეეხება სამკურნალო ცენტრებს, ისინი მასაჟს, ორთქლის აბაზანებსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა მომსახურებებს გთავაზობენ.

 

ინდოეთი

როგორ შეიძლება, ინდოეთი დაგვავიწყდეს? იოგას 26 000 წლის წინ, ოქროს ხანაში, სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი. ინდოეთი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვინც სიმშვიდეს ეძებს. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას უამრავი ადამიანი სტუმრობს. ინდოეთის უდიდესი ნაწილი ” იოგას, მედიტაციისა და “სულიერ” ცენტრებს “ეძღვნება”.  ყველაფერთან ერთად, აქ ვეგეტარიანული ვახშამი, სამკურნალო სპა და მზის აბაზანები დაგხვდებათ. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს. ინდოეთში თქვენ ნამდილად დადებითად დაიმუხტებით.

 

სტატია მომზადებულია მარიამ გაბისონიას მიერ “Escapehere-ის” მიხედვით.

 

 

 

 

კომენტარები

X