Background Image

7 გამორჩეული საშუალება ქალაქის გასამწვანებლად

16:24 30 ივნისი, 2018

World Economic Forum-მა გამოაქვეყნა მაგალითები, რომელიც ურბანიზაციის შეუქცევადი პროცესის პარალელურად, ქალაქებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ მწვანე საფარი.

1. დიდი ბრიტანეთის „მეგობრული“ სახლები – დიდმა ბრიტანეთმა $107 მილიონი დახარჯა 2 450 „მეგობრული“ სახლის ასაშენებლად. სამხრეთ ინგლისში, საბინაო განვითარების ამ მოდელის მიზანია, რეგიონში არ გადაშენდნენ ფრინველებისა და მწერების ადგილობრივი სახეობები. ფრინველთა დასაცავად შექმნილმა ორგანიზაციამ, RSPB-მ კი, ფრინველების თავშესაფრები შექმნა, რომელიც თითქმის ყველა სახლზეადამაგრებული.

ადგილობრივ სახლებს ასევე აქვს ღამურებისა და ბეღურების თავშესაფრები

2. ჩინეთის „ტყის ქალაქი“ – ჩინეთის ხელისუფლება აშენებს ახალ ქალაქს, სადაც ყველა შენობა, – სკოლები, ოფისები, სახლები, სასტუმროები დაფარული იქნება 40 ათასი ხით და მილიონი მცენარით.

ქალაქი სამხრეთ ჩინეთში, გუანსი-ჯუანში შენდება და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება. 

3. „ხეების ბიბლიოთეკა“ იტალიაში – მილანის ცენტრში შენდება ახალი ბიბლიოთეკა, რომელსაც 19 სახეობის 450 ხით „შემოსავენ“. ამასთან, დარგავენ 90 ათას მცენარეს, – მათ შორის ბუჩქებსა და გაზონებს. მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

4. ხეივნები აშშ-ში – ქალაქ ბალტიმორში ნერგებს რგავენ როგორც დიდი ხეების გვერდით, ისე ქმნიან ახალ გამწვანებულ სივრცეებს, რათა ქალაქში საავტომობილო გზებიც კი ერთგვარ ხეივნებად აქციონ, სადაც უამრავი ხემცენარე იქნება დარგული.

5. ავსტრალიის ვერტიკალური ბაღები – სიდნეიში $1.5 მილიარდი დაჯდა შენობა, რომელსაც ONE CENTRAL PARK ჰქვია და რომელსაც გარს არა ნაცრისფერი კედლები, არამედ სიმაღლეზე გაშენებული ბაღები აკრავს. 

6. ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ Boulogne-ში მდებარე ყოფილი ქარხნის შენობა სკოლად გადააკეთეს და მის ყველა სართულზე, გარდა იმისა, რომ მცენარეები გააშენეს, სხვადასხვა ცხოველებიც ბინადრობენ. 

7. კანადის გამწვანებული სახურავები – ტორონტოში საცხოვერებელი კორპუსების სახურავებზე მცენარეები გააშენეს. „მწვანე სახურავი“ მოიცავს წყალგაუმტარ სისტემას, სადრენაჟე სისტემასა და მიწის ფენას, რომელზეც მცენარე იზრდება და ვითარდება.

 

 

imedinews.ge

 

 

 

 

კომენტარები

X