Background Image

7 სექტემბერს BASSIANI/HOROOM-ის სეზონი იხსნება

11:43 31 აგვისტო, 2018

7 სექტემბერს, BASSIANI / HOROOM-ის მეოთხე სეზონის გახსნაზე კლუბის  რეზიდენტებთან ერთად, რომელთა შემოქმედებაც უკვე ფართო გლობალურ მნიშვნელობას იძენს, ირლანდიური ტექნო სცენის ორი უმნიშვნელოვანესი ფიგურა DEFEKT & SUNIL SHARPE დაუკრავენ.

Line Up:

BASSIANI: TINFOIL LIVE | HVL | Zitto
HOROOM: CADENCY AKA Héctor Oaks | Kvanchi

“გასული სეზონი, განსაკუთრებით მაისის მოვლენები დიდი დარტყმა აღმოჩნდა BASSIANI / HOROOM-ის და მისი ოჯახის თითოეული წევრისთვის, თუმცა სირთულეებთან ერთად, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითები ვიხილეთ და ვირწმუნეთ, თუ რა ძალა აქვს საკლუბო კულტურას. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლებს, კლუბებს, არტისტებს, მუსიკალურ პროექტებს, ლეიბლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია გამოცემებს, უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებს, ვინც ურთულეს პერიოდში მხარდაჭერა, თანადგომა და ფინანსური დახმარება გაგვიწიეთ. BASSIANI გამარჯვების სიმბოლოა, ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბრძოლა ცვლილებებისთვის არ დასრულებულა”- წერია კლუბის განცხადებაში

– კლუბში არ დაიშვებიან 18 წლამდე პირები
– აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 20 GEL
II Basket: 30 GEL
III Basket: 40 GEL
Door: 40 GEL

კომენტარები

X