Background Image

800-მდე ღვინის სახეობა და უნიკალური ქვევრის ლუდი „ვაინლაბ”-ში

11:37 3 ივნისი, 2018

„ვაინლაბი“ თბილისში მდებარე მაღაზია-ბარია, სადაც ღვინის მოყვარულებს ნამდვილი სამოთხე გელით. დეტალური ინფორმაციისთვის Myrest.ge დირექტორს, გიორგი გოგორიშვილს ესაუბრა და სწორედ ის გეტყვით, რა დაგხვდებათ „ვაინლაბში“ მისულ სტუმრებს.

„ჩვენს მაღაზია-ბარში მოსულ სტუმრებს, 800-მდე დასახელების ქართულ ღვინოს ვთავაზობთ. ერთ-ერთ ფილიალში კი, უნიკალური ქვევრის ლუდის დაგემოვნებაც შეგიძლიათ, რომლის ფასიც 5 ლარია. მთავარი აქცენტი მაღაზიაზე გვაქვს და ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

“ვაინლაბში“ წარმოდგენილია, როგორც დიდი, ასევე მცირე მარნების მიერ, წარმოებული ბიო და ქვევრის ღვინოები.

მათი ფასი 7 ლარიდან იწყება და 800 ლარამდე ადის, რაც შეეხება ყველისა და ხილის დაფებს, მათი დაგემოვნება 15-25 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჩვენი მაღაზია-ბარი 3 ფილიალს ფლობს, ორი მათგანი კი, თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს.

გარდა სასმელებისა, აქ დაგხვდებათ ულამაზესი ეზო, სადაც მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნო საღამოს გაატარებთ, გარემოც შესაბამისად წყნარი და კომფორტულია. სამომავლოდ იგეგმება კიდევ ერთი ფილიალის გახსნა გრიგალიშვილის 3/10 ნომერში, სადაც ჩვენსავე ქვევრში დაყენებულ ღვინოსაც შემოგთავაზებთ“.

„ვაინლაბის“ ფილიალები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე:

შალვა დადიანის 10,

შავთელის 14 და ნიშნიანიძის 2 ნომერი.

მარაზია-ბარი ყოველდრე 11:00 საათიდან, 23:00 საათამდე გმასპინძლობთ.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X