Background Image

BAQANI-ში  Bassiani/Horoom-ის რეზიდენტები Kvanchi და Will Gates დაუკრავენ

14:15 29 აგვისტო, 2018

31 აგვისტოს, ბათუმში, კლუბში BAQANI  Bassiani/Horoom-ის რეზიდენტები Kvanchi და Will Gates დაუკრავენ.

Kvanchi – იგივე თორნიკე კვანჭიანი, დიჯეი და პროდიუსერი, Bassiani Records-ის და Horoom-ის რეზიდენტია. ადრეულ წლებში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დეტროიტის, ჩიკაგოს და ნიუ იორკის სცენებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, რაც მისი მუსიკალური საქმიანობის ერთ-ერთი განმსაზღვრელიც აღმოჩნდა. დიჯეინგის და მუსიკის წერის პარალელურად თორნიკე კვანჭიანი ლეიბლ Bassiani Records-ის მენეჯმენტშიც არის ჩართული, რაც მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ახალი და საინტერესო ჟღერადობების თუ არტისტების ძიებაში.

Soundcloud – https://soundcloud.com/kvanchi

Will Gates – ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის და დიჯეის, Bassiani / Horoom-ის რეზიდენტის დათუნა კილაძის მუსიკალური პროექტია. იგი მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როდესაც სოულის, ფანკის, RnB და ჰიპ-ჰოპის მოსმენა დაიწყო. Will Gates-ს, ეს პროექტი ჰაუს და Lo-Fi ჟღერადობაზეა ორიენტირებული. მისი სადებიუტო რელიზი 2017 წელს ლეიბლზე Whytenumbers გამოიცა – 5 კომპოზიციისგან შემდგარი “Tbs” EP, რომელიც ქალაქ თბილისს ეძღვნება, ჯაზის და ჰიპ-ჰოპის მნიშვნელოვან გავლენას განიცდის. სტუდიური საქმიანობის პარალელურად, ლაივ პროექტზე და რამდენიმე საინტერესო კოლაბორაციულ პროექტზეც მუშაობს.

Soundcloud – https://soundcloud.com/mixmag-1/premiere-will-gates-4-tha-haterz

ონლაინ ბილეთების შეძენა შესაძლებელია eventer.ge-ს მეშვეობით.
I კალათა – 10 GEL
II კალათა – 20 GEL
კარზე – 30 GEL

კომენტარები

X